გიორგი ვაშაძე - 14 დეკემბერს მნიშვნელოვანი დღეა, ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ერთსულოვნება უნდა ვაჩვენოთ - საქართველოს ჰყავს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომლის ლეგიტიმაციასაც ეს კლოუნადა ვერ შეცვლის

14 დეკემბერს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა - ჩვენ ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ერთსულოვნება უნდა ვაჩვენოთ, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ჩატარებული არჩევნები არალეგიტიმური და უკანონო იქნება.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილის სახით საქართველოს ჰყავს ლეგიტიმური პრეზიდენტი, „რომლის ლეგიტიმაციასაც ვერ შეცვლის ეს კლოუნადა, რომელსაც 14-ში გამარტავენ“.

„14 დეკემბერს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ჩვენ ერთსულოვნება უნდა ვაჩვენოთ ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, რომელსაც მშვიდობის ნაცვლად ქაოსი და დაპირისპირება მოაქვს. რაც მთავარია იმ პროცედურად, რაც იქ იქნება [არჩევნების ჩატარება], ეს იქნება არალეგიტიმური, უკანონო. ამას მთელი საერთაშორისო საზოგადოება სცნობს. რაც მთავარია, საქართველოს ჰყავს ლეგიტიმური პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომლის ლეგიტიმაციასაც ვერ შეცვლის ეს კლოუნადა, რომელსაც 14-ში გამარტავენ“, - განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძემ კომენტარი გააკეთა სუს-ის განცხადებაზეც და აღნიშნა, რომ „ივანიშვილის რეჟიმს“ ერთადერთი რაც შერჩენია დეზინფორმაციის გავრცელებაა.

„ივანიშვილის რეჟიმს მოაქვს ქაოსი და არეულობა. მათ ერთადერთი რაც შერჩენიათ არის დეზინფორმაცია და მეტი არაფერი. მე მათ ვეუბნები, რომ ამ სიტუაციიდან გამოსავალი არის პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება და ქვეყანაში ახალი არჩევნების ჩანიშვნა. დანარჩენი ეს დეზინფორმაციები რასაც ავრცელებთ, უკვე საზოგადოებისთვისაც ცნობილია“, - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, სუს-მა დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ „დესტრუქციული და დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორები გეგმავენ, 2024 წლის 14 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების პროცესი არ შედგეს - ამ მიზნით, დანაშაულის ორგანიზატორთა მიერ განიხილება სიტუაციის მაქსიმალურად დაძაბვა, რასაც უნდა მოჰყვეს 2-3 ადამიანის მსხვერპლი“.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი