გიორგი ვაშაძე - მაკრონმა ივანიშვილს ყური აუწია - ეს არის ფაქტი!

მაკრონი ივანიშვილს ელაპარაკა, რომელსაც ყური აუწია და არა მაგალითად, ე.წ. პრემიერ-მინისტრს, რომელსაც არავინ არ აღიარებს. ეს არის ფაქტი, - ასე გამოეხმაურა კოალიცია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისა და საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის სატელეფონო საუბარს.

მისივე თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ მაკრონმა საქართველოს ხელისუფლება აღნიშნული სატელეფონო ზარით აღიარა არის იმის მტკიცებულება, რომ „დეზინფორმაციის მანქანა ყველაფერს უკუღმა აღიქვამს“.

„მაკრონმა ივანიშვილს ყური აუწია. ამით მაკრონმა და დემოკრატიულმა ქვეყნებმა კიდევ ერთხელ თქვეს, რომ ამ ქვეყანაში არის ივანიშვილის რეჟიმი და არცერთ ფორმალურ თანამდებობას არანაირი ძალა არ აქვს. მაკრონის ივანიშვილს ელაპარაკა, რომელსაც ყური აუწია და არა მაგალითად, ე.წ. პრემიერ-მინისტრს, რომელსაც არავინ არ აღიარებს. ეს არის ფაქტი“, - განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძის განმარტებით, მხარეებს შორის დიალოგი შემდეგ თემებზე შეიძლება შედგეს. კერძოდ, „ახალი არჩევნები, დაკავებულების გათავისუფლება და საქართველოს კურსის შემოტრიალება ევროპული განვითარების მიმართულებით“.

„ვფიქრობ, რომ ეს პოზიციები საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებაში ძალიან მკაფიოდ ჩანს. მადლობა მას ამ უმძიმეს კრიზისში ჩართულობისთვის, რომელიც დღეს საქართველოში არის და რომელსაც ჰქვია ივანიშვილის რეჟიმი - მშვიდობის ნაცვლად ქაოსი და ბოროტება“, - აღნიშნა ვაშაძემ.

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილსა და ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით შედგა.

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილთან სატელეფონო საუბარში საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ყველა პოლიტიკურ პარტიასა და სამოქალაქო წარმომადგენელთან ინკლუზიური დიალოგის მოწოდებით გამოვიდა.

ამასთან, ოფიციალური ცნობით, დიალოგი უნდა იყოს ქართველი ხალხის ევროპული და დემოკრატიული მისწრაფებების პატივისცემის შესაბამისად. მათივე ინფორმაციით, მაკრონმა ივანიშვილს ყველა დაკავებულის გათავისუფლებისა და გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების პატივისცემისკენ მოუწოდა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის