სერგო ჩიხლაძე - მოსამართლე ცეკვავამ თერთმეტივე ადამიანი სამართალდამრღვევად ცნო გზის ბლოკირების გამო, ერთ-ერთი ჩემი მეუღლეა, ვისაც ჯარიმა დააკისრეს - „სასამართლო პროცესი“ კი არა, საცირკო წარმოდგენა იყო

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სერგო ჩიხლაძის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ მისი მეუღლე, სოფო კუპრაძე გზის ბლოკირების საქმეზე სამართალდამრღვევად ცნო და ჯარიმა დააკისრა.

როგორც სერგო ჩიხლაძე „ფეისბუქზე“ წერს, სასამართლოში პროცესის ნაცვლად „საცირკო წარმოდგენა იყო! პროცესს არ ჰქონდა არც სამართალი, არც მტკიცებულებები, საერთოდ არაფერი“.

„ჩემი მეუღლის "სასამართლო პროცესს“ ვესწრებოდი დღეს. დღეს, რაც სასამართლოს დარბაზში ვნახე, „სასამართლო პროცესი“ კი არა, საცირკო წარმოდგენა იყო! პროცესს არ ჰქონდა არც სამართალი, არც მტკიცებულებები, საერთოდ არაფერი. შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოუცდელი წარმომადგენლები, როცა ჩიხში შედიოდნენ და ვეღარ პასუხობდნენ ადვოკატის კითხვებს, მოსამართლე მრჩევლად და მხსნელად ევლინებოდა.

დარბაზში არა სამართლებრივი დავა, არამედ აბსურდის თეატრი თამაშდებოდა. ადვოკატის მოთხოვნაზე, მოწმე მაინც დაკითხეთ, მტკიცებულებები ხომ არ გაქვთ!, მოსამართლემ ჯარიმით უპასუხა. კი, მოსამართლემ ადვოკატი დააჯარიმა მოწმეების გამოძახების მოთხოვნაზე! ხედავთ, სად ვართ?

თან, ეს იყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე. წარმოგიდგენიათ, როგორ კლოუნადას მართავს ეს სისტემა უფრო „სერიოზულ საქმეებზე“? მოსამართლე ცეკვავამ თერთმეტივე ადამიანი სამართალდამრღვევად ცნო იმ გზის ბლოკირების გამო, რომელიც რამდენიმე საათის წინ ათიათასობით მოქალაქემ ბუნებრივად გადაკეტა. თერთმეტიდან ერთ-ერთი ჩემი მეუღლე იყო, სოფო კუპრაძე, ვისაც ჯარიმა დააკისრეს.

მაგრამ ეს ჯარიმა, ეს სასჯელი რა მოსატანია, როცა ადამიანებს ძვლებში ამტვრევენ, სახისა და თავის ძვლებს, მალებს ულეწავენ და აწამებენ. სისხლის სამართლის საქმეებს კერავენ და 17, 18, 19 წლის ბავშვებს 7 და 9 წლით ციხეში უშვებენ. ეს აღარ არის სამართალი – ეს არის რეჟიმის სადიზმის დღესასწაული!

და ქოცებო, ქოცმსახურო ე.წ. ძალოვნებო და ე.წ. მოსამართლეებო!

მართლა რა საცოდავებად იქეცით! რა გგონიათ, ამ ჯარიმებით ან ამ ცემით შეგვეშინდება? ბიძინას მოძალადე სადისტებზე ვიტყვით, რომ კეთილები გახდნენ? ბიძინას მიერ მოპარულ არჩევნებზე ვიტყვით, რომ ყველაფერი წესრიგში იყო? ბიძინას არალეგიტიმურ რეჟიმზე – ხუნტაზე ვიტყვით, რომ დემოკრატიის ნიმუშია?

ბიძინა წავა, და გახსოვდეთ: მის პირად "ჯეტში" თქვენი ადგილი ნამდვილად არ იქნება. თქვენ კი ყველას დაამახსოვრდებით ძალადობის და უსამართლობის მსახურებად“ , - წერს სერგო ჩიხლაძე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე