მიხეილ სააკაშვილი - მხოლოდ ახალი არჩევნები განმუხტავს ძალიან ღრმა კრიზისს - მძევლებს ოლიგარქი იყენებს სავაჭროდ - დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ყველა დაკავებულს გამოუშვებს, მაგრამ ამით თავი არ უნდა გავასულელებინოთ

მხოლოდ ახალი არჩევნები განმუხტავს ძალიან ღრმა კრიზისს , - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც მის ოფიციალურ „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნდა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ შეიძლება აქციების დროს დაკავებული ადამიანები გაათავისუფლოს, თუმცა თუ არაფერი შეიცვლება, მომავალში კიდევ უფრო ბევრს დაიჭერს.

„მთლიანად ვეთანხმები ნიკა გვარამიას და სხვებსაც, რომ მხოლოდ ახალი არჩევნები განმუხტავს ძალიან ღრმა კრიზისს.

რა თქმა უნდა, დაკავებულების გამოშვება მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ მძევლებს ოლიგარქი იყენებს სავაჭროდ, გამოუშვებს ახლა და თუ არაფერი შეიცვალა, მომავალში კიდევ უფრო ბევრს დაიჭერს.

ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში ყველა დაკავებულს გამოუშვებს, მაგრამ ამით თავი არ უნდა გავასულელებინოთ”, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა