თინა ბოკუჩავა - დარწმუნებული ვარ, ივანიშვილის მორიგი ტრიუკი აღარავისთვის იქნება საკმარისი, ხალხი ელოდება რეალურ ცვლილებებს

მორიგი ტრიუკი, დარწმუნებული ვარ, აღარავისთვის იქნება საკმარისი, - ასე ეხმაურება „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, თინა ბოკუჩავა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შესაძლოა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვოს.

თინა ბოკუჩავას განცხადებით, საერთაშორისო საზოგადოებამ კარგად იცის, რომ „ქართული ოცნების“ ძალაუფლების რეალური წყალო მისი საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილია.

„დარწმუნებული ვარ, ივანიშვილის მორიგი ტრიუკი აღარავისთვის იქნება საკმარისი. ხალხი ელოდება რეალურ ცვლილებებს, ხელისუფლების რეალურ ცვლილებას, რეალურ არჩევნებს, რომლითაც ივანიშვილის პაიკების გადაადგილება კი არ მოხდება - კობახიძის ღარიბაშვილით ჩანაცვლება, შემდეგ ღარიბაშვილის პაპუაშვილით და ა.შ., არამედ მოხდება რეალურად, ისეთი ხელისუფლების არჩევა, რომელიც მისცემს პოლიტიკურ პროცესებს ნორმალიზების შესაძლებლობას.

ამ კრიმინალური დაჯგუფების რეალური წყარო რომ ივანიშვილია, ძალიან კარგად იციან ჩვენმა პარტნიორებმა. არანაირ სატყუარას არ წამოეგება არც საერთაშორისო საზოგადოება, არც ქართული საზოგადოება, თუ ივანიშვილი შეცვლის კობახიძეს ღარიბაშვილით, ან ნებისმიერი სხვა პაიკით“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს