პენტაგონი - რუსეთმა „ორეშნიკი“ უკრაინაზე დასარტყმელად, შესაძლოა, უახლოეს დღეებში კვლავ გამოიყენოს

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ექსპერიმენტული საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტა „ორეშნიკი“ უკრაინაზე დასარტყმელად, შესაძლოა, კიდევ გამოიყენონ, - ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერის მოადგილემ, საბრინა სინგმა ბრიფინგზე განაცხადა.

„პუტინმა საჯაროდ განაცხადა, რომ რუსეთი აპირებს კიდევ ერთი ექსპერიმენტული „ორეშნიკის“ რაკეტის გაშვებას. შესაძლებელია, რომ რუსეთმა ამის გაკეთება უახლოეს დღეებში შეძლოს. ზუსტი თარიღი არ მაქვს“, - აღნიშნა პენტაგონის წარმომადგენელმა.

მისი თქმით, აღნიშნული რაკეტის უკრაინის წინააღმდეგ გამოყენება ბრძოლის ველზე ვითარებას არ შეცვლის.

„ვფიქრობ, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თუ რუსეთი აირჩევს ამ ტიპის რაკეტების გაშვებას, ეს ბრძოლის ველზე ვითარებას არ შეცვლის. ეს იქნება უკრაინაში ზიანისა და მსხვერპლის მიყენების კიდევ ერთი მცდელობა. იცით, ეს ადრეც გვინახავს. ისინი ცდილობენ გამოიყენონ ყველა იარაღი, რაც მათ არსენალში აქვთ უკრაინის დასაშინებლად. მაგრამ, რა თქმა უნდა, უკრაინას, შეერთებულ შტატებისგან, მსოფლიოს სხვა პარტნიორებთან ერთად, კვლავ ექნება ჩვენი მხარდაჭერა, რადგან ისინი, მოგეხსენებათ, ყოველდღე იბრძვიან ბრძოლის ველზე“, - აღნიშნა საბრინა სინგმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო