ვარლამ ლიპარტელიანი - ყველა კარგად ვხედავთ, რამხელა ზიზღი, რამხელა შეურაცხყოფა და ბულინგი მოდის - ხვიჩა კვარაცხელიას ვერაფერს დააკლებენ

ყველა კარგად ვხედავთ, რამხელა ზიზღი, რამხელა შეურაცხყოფა და ბულინგი მოდის - ხვიჩას ვერაფერს დააკლებენ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვარლამ ლიპარტელიანმა ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ კრიტიკის თაობაზე განაცხადა.

მისი თქმით, „ლიბერალების ბულინგმა ძალადობრივი ხასიათი მიიღო, რაც მათ იმიჯს აზიანებს, ხოლო კვარაცხელია მალე ჩვეულ ფორმას დაუბრუნდება და მას მსგავსი კამპანიით ვერაფერს დააკლებენ“.

„ყველა კარგად ვხედავთ, რამხელა ზიზღი, რამხელა შეურაცხყოფა და ბულინგი მოდის მათი მხრიდან. ეს, პირველ რიგში, მათ აყენებს ზიანს და მათთვის არის დამაზიანებელი, იქიდან გამომდინარე, რომ მე ვფიქრობ, ეს უკვე თითქოს ძალადობრივ მოქმედებაში გადაუვიდათ და ამას ყველა ხვდება და ყველა აცნობიერებს უკვე. ეს მხოლოდ და მხოლოდ მათ იმიჯს აზიანებს. ხვიჩას ვერაფერს დააკლებენ და დარწმუნებული ვარ, სულ მალე იგი ჩვეულ ფორმას დაუბრუნდება“, - განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.

კომენტარს „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს