ბადრი ჯაფარიძე - პრეზიდენტ მაკრონის ჩართულობა უფრო მეტად შეუწყობს ხელს ქვეყანაში კრიზისის განმუხტვას - რა თქმა უნდა, დიალოგისთვის მზად ვართ და ამ დიალოგის საგანი უნდა იყოს ახალი არჩევნების ჩანიშვნა

პრეზიდენტ მაკრონის ჩართულობა კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ქვეყანაში კრიზისის განმუხტვას - რა თქმა უნდა, დიალოგისთვის მზად ვართ და ამ დიალოგის საგანი უნდა იყოს ახალი არჩევნების ჩანიშვნა, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რითაც ბიძინა ივანიშვილისა და ემანუელ მაკრონის სატელეფონო საუბართან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

მან იმედი გამოთქვა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი პროცესში აქტიურ მონაწილეობას გააგრძელებს.

„პრეზიდენტ მაკრონის ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვითარების დადებითი განვითარება და შემდგომ მისი ჩართულობა კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ქვეყანაში, საბოლოო ჯამში, კრიზისის განმუხტვას. იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტი მაკრონი გააგრძელებს აქტიურ მონაწილეობას ამ პროცესში. რაც შეეხება დიალოგს - რა თქმა უნდა, დიალოგისთვის მზად ვართ. ამ დიალოგის საგანი უნდა იყოს ახალი არჩევნების ჩანიშვნა,“ -განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილსა და ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით შედგა.

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილთან სატელეფონო საუბარში საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ყველა პოლიტიკურ პარტიასა და სამოქალაქო წარმომადგენელთან ინკლუზიური დიალოგის მოწოდებით გამოვიდა.

ამასთან, ოფიციალური ცნობით, დიალოგი უნდა იყოს ქართველი ხალხის ევროპული და დემოკრატიული მისწრაფებების პატივისცემის შესაბამისად. მათივე ინფორმაციით, მაკრონმა ივანიშვილს ყველა დაკავებულის გათავისუფლებისა და გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების პატივისცემისკენ მოუწოდა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა