გიორგი ვაშაძე - ევროპარლამენტარების განწყობა არის შემართებით, საბრძოლო და ქართველი ხალხის მხარდაჭერაზე ორიენტირებული - ევროკავშირი მზადაა ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ საქართველომ ევროპისკენ მიმავალი გზა დაიბრუნოს

სრული მხარდაჭერა ქართველ ხალხს, სრული მხარდაჭერა პროტესტში მონაწილე თითოეულ ადამიანს, სრული მხარდაჭერა ყველა პატიმარს, დაუყოვნებლივი გათავისუფლება პოლიტპატიმრების, არის მათი პოზიციაც, - ამის შესახებ კოალიცია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ევროპარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპარლამენტარების განწყობა არის შემართებითი, საბრძოლო და ქართველი ხალხის მხარდაჭერაზე ორიენტირებული.

„პირველი, სრული მხარდაჭერა ქართველ ხალხს, სრული მხარდაჭერა პროტესტში მონაწილე თითოეულ ადამიანს, სრული მხარდაჭერა ყველა პატიმარს, დაუყოვნებლივი გათავისუფლება პოლიტპატიმრების, არის მათი პოზიციაც.

მეორე, ყოველთვის კითხვა უნდა დავსვათ: ჩვენ რას ვაკეთებთ? - ევროკავშირი მზად არის ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ საქართველომ დაიბრუნოს ევროპისკენ მიმავალი გზა და გავთავისუფლდეთ ივანიშვილისგან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

გამარჯვების ფორმულა შემდეგია: უწყვეტი პროტესტი, ოპოზიციის ერთიანობა და უკვე ქმედებები ევროკავშირის მხრიდან. ჩვენ უნდა ველოდოთ კონკრეტულ ქმედებებს ევროკავშირის მხრიდან. ჩვენ მათ ნაცვლად ვერ ვილაპარაკებთ, ეს არის მათი გადასაწყვეტი, მაგრამ ბალტიის ქვეყნებმა რაც გააკეთეს, კერძოდ, პერსონალურ სანქციებთან მიმართებაში, ეს არის ძალიან სერიოზული გადაწყვეტილება.

გარდა ამისა, ჩვენ პირდაპირ ვთხოვეთ, რომ დიახ, ფინანსური მხარდაჭერა ხალხს, სამოქალაქო სექტორს და ასევე, მედიასაშუალებებს სჭირდება. რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მარტო პროპაგანდისტული მედია, ამ ქვეყანაში არ დარჩეს. საფრთხე გვაქვს, რომ მხოლოდ პროპაგანდისტულ მედიას ჰქონდეს ფინანსური რესურსი იმიტომ, რომ ტელეკომპანია „მთავარზეც“, „ფორმულაზეც“ სერიოზული პრობლემებია.

რაც შეეხება მათ განწყობებს, მათი განწყობა არის შემართებით, საბრძოლო და ქართველი ხალხის მხარდაჭერაზე ორიენტირებული. ვფიქრობ, რომ რეზოლუცია, რომელიც ევროპარლამენტმა მიიღო, ჯერ კიდევ პროტესტის წინ, ამას ასახავს.

ხელახალი არჩევნები არის მათთვისაც გზა იმისთვის, რომ საქართველოში ქაოსი დამთავრდეს. ივანიშვილს მოაქვს ქაოსი და არეულობა, ამის დამთავრების გზა არის ხელახალი არჩევნები“, - განაცხადა ვაშაძემ.

გარდა ამისა, ვაშაძე ჟურნალისტებთან საუბრისას გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილსა და ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარსაც და აღნიშნა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის მოთხოვნის მიუხედავად, რომ გათავისუფლდეს დაკავებულები „ივანიშვილის რეჟიმი კიდევ აგრძელებს დაჭერებს“.

„დაუყოვნებლივ გათავისუფლება პატიმრების იყო მაკრონის მხრიდან მოთხოვნილი? - გუშინ ღამით ამ რეჟიმის წარმომადგენლებმა კიდევ დააკავეს ადამიანები. მეორე დიალოგი რაზე? - ახალ არჩევნებზე. როგორ უნდა ჩატარდეს, როგორ უნდა მოხდეს პოლიციის დეპოლიტიზირება და როგორ უნდა მოხდეს საარჩევნო ადმინისტრაციის სრული რეფორმირება.

სასწრაფოდ ყველა პოლიტიკური პატიმარი უნდა გათავისუფლდეს. ჩვენ დღეს ამ დელეგაციაში მყოფ მაკრონის თანაგუნდელს მივაწოდეთ ჩვენ ინფორმაცია, რომ მაკრონთან საუბრის შემდეგ ივანიშვილის რეჟიმმა კიდევ გააგრძელა დაჭერები“, - აღნიშნა ვაშაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს