გურამ მაჭარაშვილი - თუ ზურაბიშვილი ჩათვლის, რომ 29 დეკემბრიდან ფეხები უნდა „გაფშიკოს“ და იმ შენობიდან არ გამოვიდეს, ძალიან მხიარული წინასაახალწლო დღეები გვექნება - ბევრ პერფორმანსს მოვუწყობთ

თუ ზურაბიშვილი ჩათვლის, რომ 29 დეკემბრიდან ფეხები უნდა გაფშიკოს და იმ შენობიდან არ უნდა გამოვიდეს, ძალიან მხიარული წინასაახალწლო დღეები გვექნება და ბევრ პერფორმანსს მოვუწყობთ რიგით მოქალაქე სალომე ზურაბიშვილს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, 14 დეკემბერს ჩატარებული არჩევნების შედეგად საქართველოს მიხეილ ყაველაშვილის სახით ეყოლება ისეთი პრეზიდენტი, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოებაში ნდობა გაჩნდეს იმის შესახებ, რომ საქართველოს პრეზიდენტი უნდა იყოს საქართველოს ინტერესების მატარებელი და არა უცხო ქვეყნების.

“მოვლენები ძალიან ჩვეულებრივად განვითარდება - ჩვენ გვეყოლება საქართველოს ახალი პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ბოლოს და ბოლოს საზოგადოებაში ნდობა გაჩნდება იმის, რომ საქართველოს პრეზიდენტი უნდა იყოს საქართველოს ინტერესების მატარებელი და არა უცხო ქვეყნების. ამას უზრუნველყოფს ახალი პრეზიდენტი, რომელიც ამავდროულად, მოგვილოცავს ახალ წელს. რაც შეეხება ზურაბიშვილს, თუ ის ჩათვლის, რომ 29 დეკემბრიდან ფეხები უნდა „გაფშიკოს“ და იმ შენობიდან არ უნდა გამოვიდეს, ძალიან მხიარული წინასაახალწლო დღეები გვექნება და ბევრ პერფორმანსს მოვუწყობთ რიგით მოქალაქე ზურაბიშვილს”, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება