თინა ბოკუჩავა - ევროპარლამენტარები ყველა შესაძლო ინსტრუმენტს განიხილავენ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ივანიშვილის რეჟიმის შეზღუდვა მოხდეს - განიხილება სანქციები

ევროპარლამენტარები, იქნება ეს რეზოლუციები თუ საჯარო განცხადებები, კვლავ ქართველი ხალხისა და ქვეყნის ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას ადასტურებენ. ისინი აქ ჩამოვიდნენ, რომ კიდევ ერთხელ დაუდასტურონ ქართველ ხალხს მხარდაჭერა, ჩვენი ევროპული მომავლის გადარჩენაში მაშინ, როდესაც ივანიშვილმა რუსეთის, რეპრესიებისა და ტერორის გზა აირჩია საკუთარი ხალხის წინააღმდეგ,- ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ ევროპარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ევროპარლამენტარები ყველა შესაძლო ინსტრუმენტს განიხილავენ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ „ივანიშვილის რეჟიმის შეზღუდვა მოხდეს“.

„რეპრესიები, რომლებიც 2 კვირის განმავლობაში ვიხილეთ, ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილი საკუთარ ხალხს არ იცნობს და ამ რეპრესიებმა ჩვენ შეგვაკავშირა და დაგვარწმუნა იმაში, რომ დღეს ნამდვილად გადამწყვეტი ბრძოლაა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. ძალიან მიხარია, რომ ევროპარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფი ჩამოსულია საქართველოში ქართველი ხალხის მხარდასაჭერად.

განიხილება სანქციები. წინა მინისტერიალზე, რომელსაც მეც ვესწრებოდი ბრიუსელში, მაშინ ჯერ კიდევ საუბარი იყო ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე, ახლა ვიცით, რომ ბრიუსელში საუბარია ასოცირების ხელშეკრულების შეჩერებაზეც, ისვე როგორც ინდივიდუალური სანქციებზე ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ, თუმცა ამას კონსენსუსი სჭირდება, რომელსაც ივანიშვილს მოკავშირე ვიქტორ ორბანი საბჭოში ბლოკავს, თუმცა განიხილება ყველა ინსტრუმენტი, იმისთვის, რომ ივანიშვილის რეჟიმის შეზღუდვა მოხდეს, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო