გია ვოლსკი ევროპარლამენტარების ვიზიტზე - ჩამოსულია კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ასაღორძინებლად - დაძაბულობა მინელდა, სისხლისღვრის გეგმა არ შედგა და ეცდებიან, ჩამქრალ ცეცხლზე როგორმე ნავთი დაასხან

ჩამოსულია კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ასაღორძინებლად - დაძაბულობა, დაპირისპირება მინელდა, სისხლისღვრის გეგმა არ შედგა და რასაკვირველია, ისინი ეცდებიან, რომ ამ მინელებულ, ჩამქრალ ცეცხლზე როგორმე ნავთი დაასხან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საქართველოში ევროპარლამენტარების ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ შემთხვევაში ევროპარლამენტარებს არ გააჩნიათ არავითარი ინტერესი იმისა, რომ უმრავლესობის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

„ერთი პოლიტიკური ჯგუფია. ეს დაძაბულობა, დაპირისპირება მინელდა, სისხლისღვრის გეგმა არ შედგა და რასაკვირველია, ისინი ეცდებიან (კონკრეტულ პირებზე მაქვს საუბარი, ცნობილი გვარებია), რომ ამ მინელებულ, ჩამქრალ ცეცხლზე როგორმე ნავთი დაასხან. რასაკვირველია, ამ შემთხვევაში არავითარი ინტერესი იმისა, რომ უმრავლესობის წარმომადგენლებს შეხვდნენ, არ გააჩნიათ. იდეა ერთია, რომ დასანქცირდეს საქართველო და ამ ყველაფერს მიეცეს შეუქცევადი ხასიათი. მე ვფიქრობ, ეს გეგმაც ჩაიშლება.

ჩამოსულია კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფი კოლექტიური “ნაცმოძრაობის” ასაღორძინებლად”, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ოპოზიციური პარტიების ლიდერებსა და საქართველოში ჩამოსულ ევროპარლამენტარებს შორის შეხვედრა დღეს უკვე შედგა. ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა ასევე დაგეგმილია პრეზიდენტთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მედიასთან.

ცნობისთვის, გუშინ, ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ X-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ის მის კოლეგებთან ერთად საქართველოში მოემგზავრებოდა.

როგორც იუკნევიჩიანე განმარტავს, ჩამოსვლის მიზანი ქვეყანაში შექმნილი ვითარებაა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო