ოლაფ შოლცი პუტინთან სატელეფონო საუბარზე - ეს უნდა გაკეთებულიყო და მე ამას ისევ გავაკეთებ, მაგრამ ჩვენ ილუზიები არ უნდა გვქონდეს

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების გაგრძელებისთვის მზად არის.

ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ სატელეფონო საუბარი, რომელიც ვლადიმერ პუტინთან ნოემბრის თვეში შედგა, იმედგამაცრუებელი იყო.

„ეს იმედგამაცრუებელი იყო, რადგან ის უბრალოდ თავის ყველა ფრაზას იმეორებდა“, - აღნიშნა შოლცმა.

ამასთან, მისივე თქმით, სატელეფონო საუბარი აუცილებელი იყო, რათა პუტინს გაეგო, რომ მას უკრაინის მიმართ გერმანიის მხარდაჭერის შემცირების იმედი არ უნდა ჰქონდეს.

„ეს უნდა გაკეთებულიყო და მე ამას ისევ გავაკეთებ, მაგრამ ჩვენ ილუზიები არ უნდა გვქონდეს“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს