გიგი გიგიაძე - ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და მეგობრები ძალიან დეტალურად აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე მოვლენებს - მათ ცალსახად ესმით, რომ ამ პროცესებზე პასუხისმგებელია მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი

ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და მეგობრები ძალიან დეტალურად აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე მოვლენებს - მათ ცალსახად ესმით, რომ ამ პროცესებზე პასუხისმგებელია მხოლოდ და მხოლოდ ერთი ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსმა მკვლევარმა, გიგი გიგიაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დასავლელი პარტნიორები ძალიან ზუსტად აღიქვამენ იმ პროცესებს, რომელიც საქართველოში ვითარდება და ყველაფერს ძალიან სწორედ არქმევენ საკუთარ სახელს.

როგორც გიგიაძე აღნიშნავს, მათ აქვთ ძალიან ზუსტი აღქმა იმისა, თუ რეალურად რასთან გვაქვს საქმე და ვინ არის პასუხისმგებელი საქართველოში დემოკრატიის უკუსვლასა და ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაზე.

„ვაგრძელებთ ძალიან ახლო მუშაობას ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და გვინდა მოგახსენოთ, რა მდგომარეობა გვაქვს დღეს. 28 ნოემბრიდან დღემდე, საერთაშორისო პარტნიორების, ორგანიზაციების თუ კერძო პირების მხრიდან გაკეთდა ქართველი ხალხის მხარდამჭერი 40-ზე მეტი განცხადება. ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანა გამოეხმაურა ბოლო პერიოდში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. როგორც ევროპაში, ასევე ამერიკაში კარგად ესმით და კარგად არიან ინფორმირებული იმ მოვლენების შესახებ, რასაც ადგილი აქვს დღეს საქართველოში. ისინი ცალსახად მხარს უჭერენ ქართველ ხალხს. ისინი აპროტესტებენ იმ კანონდარღვევებს, რომელსაც ადგილი აქვს ბოლო პერიოდში მანძილზე საქართველოში,“ - განაცხადა გიგიაძემ.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი