მამუკა ხაზარაძე - ჩვენ ვაპროტესტებთ არჩევნების მიტაცებას და შემდეგ, ქვეყნის კურსის შეცვლას - რა გადაადგილებაც არ უნდა იყოს მთავრობაში, ეს მუხტს არ დააგდებს, პირიქით

ჩვენ და საზოგადოება არ ვდგავართ იმისთვის, რომ რაღაც თანამდებობების და ბიძინა ივანიშვილის მონური კონფიგურაციის ადამიანების გადაადგილებას ვაპროტესტებდეთ, ჩვენ ვაპროტესტებთ საქართველოში არჩევნების მიტაცებას და შემდეგ, ქვეყნის კურსის შეცვლას - რა გადაადგილებაც არ უნდა იყოს მთავრობაში, ეს მუხტს არ დააგდებს, პირიქით და ჩვენ უნდა მივაღწიოთ ახალ არჩევნებს, რაც ქვეყნის მშვიდობიანი გზის გასაგრძელებლად ერთადერთი სწორი გამოსავალია,- ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ოპოზიციურ პარტიებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

გარდა ამისა, ხაზარაძის თქმით, პრეზიდენტთან კომუნიკაციის შემდეგ გადაწყვეტენ, რა იქნება მათი გეგმა 14 დეკემბერს, პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით.

„რას ვაპირებთ, ამას მოგახსენებთ მაშინ, როდესაც პრეზიდენტთან კომუნიკაცია და შეთანხმება გვექნება კონკრეტულ გეგმასთან დაკავშირებით. შემდეგი შეხვედრები უნდა მოხდეს იმ ადამიანების, იმ ჯგუფების წარმომადგენლებთან, რომლებიც აპროტესტებენ, წარმოადგენენ სამოქალაქო საზოგადოებას და ქუჩაში დგანან. ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური პარტიების ბრძოლა. ეს არის სრულიად საქართველოს ბრძოლა მშვიდობისთვის, კეთილდღეობისთვის, ევროპული კურსისთვის. აქედან გამომდინარე, გავაგრძელებთ კომუნიკაციას ამ საზოგადოებასთან და ერთიანი ძალებით, ძალიან წყნარად, ქვეყანას ახალ არჩევნებამდე მივიყვანთ.

საქართველოში ლეგიტიმაცია მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს აქვს. საქართველოს პარლამენტს ლეგიტიმაცია არ აქვს, ის არცერთი დემოკრატიული ქვეყნის მიერ არაა აღიარებული. შესაბამისად, ყველა ის გადაწყვეტილება, მთავრობა და ე.წ. პრეზიდენტი, რომლის არჩევასაც აპირებენ, ლეგიტიმაციის გარეშეა. ვივლით ამ მიმართულებით ერთადერთ ლეგიტიმურ ინსტიტუციასთან, პრეზიდენტთან ერთად, რათა ახალ არჩევნებს მივაღწიოთ და ამას აუცილებლად მივაღწევთ“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა