აფხაზეთიდან დევნილები აფხაზეთის ა/რ-ის უმაღლეს საბჭოს - მოგიწოდებთ, დადგეთ ისტორიის სწორ მხარეს - „მთავარსარდლის“ არალეგიტიმურ არჩევნებში თქვენი მონაწილეობა მოახდენს აფხაზეთის ა/რ-ის ისედაც რეპუტაციაშელახული ინსტიტუციების ძირეულ დისკრედიტაციას

მოგიწოდებთ, დადგეთ ისტორიის სწორ მხარეს, არ მიიღოთ მონაწილეობა დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ ­დადგმულ ფარსში, გაემიჯნოთ ამ უკანონო პროცესებს, - ამის შესახებ ნათქვამია პეტიციაში, რომლითაც აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოება აფხაზეთის ა/რ-ის უმაღლეს საბჭოს მიმართავს.

„აფხაზეთის საზოგადოების წარმომადგენლების საპროტესტო მიმართვა აფხაზეთის ა/რ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტაციას

საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, 1991 წელს არჩეულ აფხაზეთის ა/რ წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებს, მოგენიჭათ პრეზიდენტის საარჩევნო კოლეგიის (300 წევრიდან) ხმოსნობა. რაც არ გაძლევთ სამართლებრივ უფლებას მიიღოთ მონაწილეობა არალეგიტიმური პარლამენტის მიერ დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის ფუნდამენტური დარღვევებით ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები არ აღიარა არც ერთმა დემოკრატიულმა სახელმწიფომ, ევროკავშირმა, აგრეთვე სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება შეაჩერა აშშ-მა, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის გარანტია.

აქედან გამომდინარე, აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოება მოგიწოდებთ, დადგეთ ისტორიის სწორ მხარეს, არ მიიღოთ მონაწილეობა დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ დადგმულ ფარსში, გაემიჯნოთ ამ უკანონო პროცესებს.

ქვეყნის ,,მთავარსარდლის’’ არალეგიტიმურ არჩევნებში თქვენი მონაწილეობა მოახდენს აფხაზეთის ა/რ-ის ისედაც რეპუტაციაშელახული ინსტიტუციების ძირეულ დისკრედიტაციას.

ნუ იქნებით ოკუპანტის ხმოსნები!“, - ნათქვამია პეტიციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ