სერგეი ლაგოდინსკი - ევროკავშირმა მკაფიოდ უნდა განაცხადოს, ვის მხარეს ვართ - სანქციები შეიძლება პასუხი იყოს

სანქციები შეიძლება პასუხი იყოს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა სერგეი ლაგოდინსკიმ (გერმანია) საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ, როგორც ევროკავშირმა, მკაფიოდ უნდა განვაცხადოთ, ვის მხარეს ვართ და აქ ჩვენ ვართ ქართველი ხალხის მხარეს, ხალხის, ვინც ქუჩებში გამოდის და ჩვენ აქ ამიტომ ვართ. თუ არის საჭიროება და ჩვენ ვფიქრობთ, რომ არსებობს გარკვეული მიზნობრივი სანქციების აუცილებლობა, მაშინ ევროკავშირმა ან ცალკეულმა ქვეყნებმა სანქციები უნდა დააწესონ. მაგალითად, მათ წინააღმდეგ, ვინც ქართველი ხალხის თავისუფალი ხმისა და დემოკრატიული ხმის ჩახშობაში მონაწილეობს. მკითხეთ, შეიძლება თუ არა სანქციები პასუხი იყოს? შეიძლება იყოს. ჩვენ ამას ვხედავთ ბევრ სხვა ქვეყანაში, ადამიანის უფლებების დამრღვევთა წინააღმდეგ სანქციების მთელი რეჟიმი გვაქვს და თუ ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოშიც ამ ეტაპზე ვართ, მაშინ მსგავსი რეჟიმის ამოქმედება შეიძლება“, - განაცხადა სერგეი ლაგოდინსკიმ.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი