თინა ბოკუჩავა - ბიძინა ივანიშვილს რაღაც მომენტში მაინც მოუწევს პოლიტპატიმრების შეწყალება და ხელახალი არჩევნების დანიშვნა

ბიძინა ივანიშვილს რაღაც მომენტში მაინც მოუწევს ამ მოთხოვნების - პოლიტპატიმრების შეწყალება და ხელახალი არჩევნების დანიშვნა, ამიტომ აუცილებელია, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ეს ყველაფერი, რომ საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოება და ინტერესები იყოს დაცული, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება „ივანიშვილის რეჟიმს მოუწევს და ეს გარდაუვალია, თუმცა აქ საუბარია დროზე, თუ რა დროში მოხდება ეს“.

„ჩვენი სურვილია და კატეგორიულად ვაყენებთ ამ მოთხოვნებს, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლება უპირველეს ყოვლისა და ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა მოხდეს უმოკლეს ვადებში იმისთვის, რომ საქართველოს აღარცერთი მოქალაქე არ დაზიანდეს, შეურაცხყოფა არ მიაყენონ, ფიზიკურად არ გაუსწორდნენ იმ პროტესტის ფარგლებში, რასაც საქართველოს მოქალაქეები თვითორგანიზებულად მართავენ, ამიტომ ჩვენ ვითხოვთ ამ მოთხოვნების დაუყოვნებლივ შესრულებას. ამ მოთხოვნების შესრულება ივანიშვილს მაინც მოუწევს, თუმცა აუცილებელია საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა, მათი ინტერესების დაცვა და ქვეყნის დაბრუნება ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში, პოლიტიკური პროცესების დამშვიდება და ნორმალიზაცია, რაც შეიძლება მოკლე დროში, ამიტომ მივიჩნიეთ მნიშვნელოვნად ამ ორი მოთხოვნის გაჟღერება მომხდარიყო უფრო ფორმალიზებულად ოპოზიციის მხრიდან იმ ფორმატში, რომელიც დღეს შედგა“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი