ირაკლი ღარიბაშვილი - მსუბუქი დაზიანება მივიღე ვარჯიშის დროს და ამაზრზენი ტყუილები გამოიგონა ერთ-ერთმა არარაობამ, მოღალატე ბაჩიაშვილმა - ცილისწამებაა ისიც, თითქოს პარტიას გავემიჯნე - ეს ჩემი ხელწერა არ არის

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი ტყუილს და ცილისწამებას უწოდებს მედიაში გავრცელებულ ცნობებს იმასთან დაკავშირებით, რომ მან მმართველი გუნდი დატოვა.

აღნიშნულ საკითხზე ღარიბაშვილმა „რუსთავი2“-თან ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვინც მას კარგად იცნობს, იცის, რომ ეს მისი ხელწერა არ არის.

მმართველი პარტიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მას საკუთარი წესები აქვს, რომელსაც არასდროს გადაუხვევს.

"მინდა გამოვეხმაურო ამ აბსურდულ ცილისწამებას, ბრალდებებს და ამ ტყუილს, რომელიც საზოგადოებამ იხილა ამ ბოლო დღეების განმავლობაში. გახსოვთ, ჩვენ განცხადებაც გავავრცელეთ. მედიაში გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს მე თურმე პროტესტის ნიშნად დავტოვე პარტია, გუნდს გავემიჯნე, რაღაც გავაპროტესტე, მით უმეტეს კრიზისის დროს, იმ ფონზე, როდესაც ჩვენი ქვეყნის წინაშე იყო ძალიან დიდი გამოწვევები, მე დავტოვე პარტია. ეს არის აბსურდი. მე ვინც მიცნობს და მგონი, ყველა კარგად მიცნობს, ეს არ არის ჩემი ხელწერა. მე მაქვს ჩემი წესები, ჩემი პრინციპები. ამ წესებით ვცხოვრობ მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება და რა თქმა უნდა, ამ წესებს არასოდეს გადავუხვევ,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.

გარდა ამისა, ის მის კლინიკაში მოთავსებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ცნობებსაც გამოეხმაურა.

„მე ასევე მინდა გამოვეხმაურო იმ აბსურდულ, ამაზრზენ ტყუილს, რომელიც გააჟღერა ერთ-ერთმა არარაობამ. მე არ მოვერიდები ამის თქმას, მოღალატე ბაჩიაშვილმა და მისმა მსგავსმა მოღალატე გახარიამ. იცით რა, მე მეუხერხულება... ყველა ადამიანს შეიძლება ჰქონდეს საჭიროება, რომ მივიდეს ექიმთან. რაღაც ძალიან მსუბუქი დაზიანება მივიღე ვარჯიშის დროს და ამხელა რაღაც სკანდალი და ამაზრზენი შეურაცხმყოფელი ტყუილები გამოიგონეს. ამიტომ რეზიუმეს სახით რომ გითხრათ, ეს ყველაფერი არის ძალიან დიდი ტყუილი,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა