რაინიე ვან ლანშოტი - ქართველი ხალხი ხედავს, რომ მისი მომავალი ევროკავშირზე გადის

საკუთარი მომავალი ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს და საკმაოდ ნათელია, ქართველი ხალხი ხედავს, რომ მისი მომავალი ევროკავშირზე გადის, - ამის შესახებ ნიდერლანდელმა ევროპარლამენტარმა, რაინიე ვან ლანშოტმა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ევროპარლამენტარების ვიზიტის მიზანი არის ქართველო ხალხის მიმართ სოლიდარობის გამოხატვა.

„სწორედ ამიტომ ვართ ჩვენ აქ, რომ ვაჩვენოთ სოლიდარობა მათ მიმართ და მათი უნარის მიმართ თავად აირჩიონ, სად არის მათი მომავალი“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა