მამუკა მდინარაძე - ზურაბიშვილი სკამს ჩაებღაუჭება, მერე დაცვის თანამშრომელი უნდა მივიდეს, სკამიდან თითები ააგლიჯოს - „გამობრძანდით ქალბატონო, რას კადრულობთო?“ - რთული წარმოსადგენია, მაგრამ შეიძლება ეს სიგიჟეც გააკეთოს

სალომე ზურაბიშვილი სკამს ჩაებღაუჭება, მერე დაცვის თანამშრომელი უნდა მივიდეს, სკამიდან თითები ააგლიჯოს და უთხრას, „გამობრძანდით ქალბატონო, რას კადრულობთო?“ - რთული წარმოსადგენია, მაგრამ შეიძლება ეს სიგიჟეც გააკეთოს, ისეთ აგონიაშია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილმა შეიძლება ისეთი „სისულელეც“ ქნას, რომ გამოვიდეს და თქვას, „მოგიწოდებთ პოლიციელებო, ჯარისკაცებო, საჯარო მოხელეებო, დაიცვათ ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტიო“.

„თქვენ რას ფიქრობთ ახლა, სალომე ზურაბიშვილი გაბედავს მიიტაცოს პრეზიდენტის სასახლე? შეიძლება გაბედოს კიდეც ისეთ აგონიაშია. რთული წარმოსადგენია, მაგრამ უფლებამოსილი რომ არ იქნება იქ დახვდება ვინმეს.. ანუ ერთი მხრივ, ეს უნდა ვივარაუდოთ. პირდაპირ დანაშაულში შევა, სკამს ჩაებღაუჭება და მერე ვიღაც დაცვის თანამშრომელი უნდა მივიდეს, ხელები, თითები აგლიჯოს სკამიდან და „გამობრძანდით ქალბატონო, რას კადრულობთო“ უთხრას? როგორ წარმოგიდგენიათ არ ვიცი. მე ვერ წარმომიდგენია. თუ ვიღაცები მიიყვანოს და, აბა, დამიცავითო... შეიძლება ეს სისულელეც ქნას. ისეთ აგონიაშია, შეიძლება გამოვიდეს და თქვას, „მოგიწოდებთ პოლიციელებო, ჯარისკაცებო, საჯარო მოხელეებო, დაიცვათ ერთადერთი ლეგიტიმური [ინსტიტუტი]“. ახლა ამზადებენ ამისთვის ნიადაგს. შეიძლება ეს სიგიჟეც გააკეთოს, ისეთ აგონიაშია და ისეა გასული ყველაფრიდან. შეიძლება ესეც კი გააკეთოს ისეთ მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია, მაგრამ მე ვერ წარმომიდგენია ახლა სალომე ზურაბიშვილი თავის სკამს ჩაფრენილი და ვიღაცა თითებს რომ აშვებინებს „გაუშვი, სალომე, ხელი ერთი ამას, არ ვარგაო“. რა ვიცი,“ - განაცხადა მდინარაძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო