საია - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაკავებული გიორგი ოკმელაშვილის საქმის განხილვა ხელოვნურად ჭიანურდება

„საქართველოს ახლაგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული გიორგი ოკმელაშვილის საქმის განხილვა ხელოვნურად ჭიანურდება.

საია-ს ინფორმაციით, პროცესის 2025 წლის 10 იანვარამდე გადადება აძლიერებს ეჭვს, რომ საქმის გაჭიანურება მიზნად ისახავს გიორგი ოკმელაშვილის მიმართ პრეზიდენტის შეწყალების მექანიზმის გამოყენების ხელშეშლას.

„გიორგი ოკმელაშვილის საქმეზე სასამართლო განხილვა, რომელიც თითქმის ბოლო ფაზაშია, ხელოვნურად ჭიანურდება. 12 დეკემბრის სხდომაზე, ბრალდების ახალმა პროკურორმა, როინ ხინთიბიძემ საქმის გადადება მოითხოვა მასალების არ ცოდნის მოტივით, რასაც მოსამართლემ მხარი დაუჭირა და პროცესი 2025 წლის 10 იანვარამდე გადაიდო.

ეს ფაქტი კიდევ ერთხელ აძლიერებს ეჭვს, რომ საქმის გაჭიანურება მიზნად ისახავს გიორგი ოკმელაშვილის მიმართ პრეზიდენტის შეწყალების მექანიზმის გამოყენების ხელშეშლას. მსგავსი მიდგომა, რომელიც აქტივისტების საქმეებზე სისტემატურად ფიქსირდება, აჩენს პოლიტიკურად მოტივირებული დევნის სერიოზულ ნიშნებს და ძირს უთხრის მართლმსაჯულების სისტემას.

#საია აგრძელებს პროცესების მონიტორინგს და მოუწოდებს სასამართლოს დროულად და სამართლიანად უზრუნველყოს საქმეების განხილვა“,- ნათქვამია განცხადებაში.

სრული განცხადება იხილეთ ბმულზე

ცნობისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული გიორგი ოკმელაშვილი პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი გელაშვილმა მიიღო.

დღევანდელ პროცესზე გადაისინჯა დაკავებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და ის ძალაში დარჩა. პროცესზე მხარეებს დასკვნითი სიტყვები უნდა წარმოეთქვათ, თუმცა, ის 10 იანვრამდე გადაიდო, ვინაიდან საქმეზე წარმოდგენილმა პროკურორმა დასკვნითი სიტყვის მოსამზადებლად დრო მოითხოვა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო