ევროპარლამენტარები სხვადასხვა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავენ

ევროპარლამენტარები სხვადასხვა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავენ. როგორც ჟურნალისტმა და ტელეკომპანია „ტვ პირველის“ წამყვანმა, ზაალ უდუმაშვილმა შეხვედრის წინ მედიას განუცხადა, ევროპარლამენტარების ჩამოსვლა „კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, რადგან ქვეყანა „ძალიან მძიმე პოლიტიკურ კრიზისშია შესული“.

„ვიცით, რომ ორშაბათს ევროკავშირი სავარაუდოდ, ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოსთან დაკავშირებით. მანამდე ამ დელეგაციის ჩამოსვლა საქართველოში კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანა უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისშია შესული და ამ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ახალი არჩევნებია. ბუნებრივია, სწორედ ეს იქნება საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა. ამასთან, მთავარი თემა იქნება ის სისასტიკე და ის ძალადობა, რომლის წინაშეც ყოველდღე ჟურნალისტებს უწევთ გამკლავება. ჩვენ ვხედავთ, რომ ორი კვირის განმავლობაში პრაქტიკულად, არ დარჩა კრიტიკული მედია, რომლის წარმომადგენელიც არ სცემეს. დღეს, მედია ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა ოლიგარქის რეჟიმის. ბუნებრივია, ესეც იქნება განხილული. რა თქმა უნდა, ჩვენი მოწოდებაც და თხოვნაც იქნება, რომ კიდევ უფრო მეტი აქტიურობა და ზეწოლა იყოს ევროკავშირის მხრიდან ოლიგარქის რეჟიმზე“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარებმა შეხვედრა უკვე გამართეს ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან, საქართველოს პრეზიდენტთან, სახალხო დამცველთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე