ნინო ლაცაბიძე - ყველა პროექტი, რომელსაც რუსთავში ვახორციელებთ, თანაქალაქელებისთვის კეთდება და რადგან ქანდაკებამ უკმაყოფილება გამოიწვია, გადავწყვიტეთ გავითვალისწინოთ საზოგადოების რეაქცია და ქანდაკება ავიღოთ

მინდა ვუთხრა ჩემს თანაქალაქელებს, რომ ყველა პროექტი, რომელსაც რუსთავში ვახორციელებთ - მათთვის კეთდება და რადგან ამ ქანდაკებამ საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია, ჩვენ გადავწყვიტეთ გავითვალისწინოთ საზოგადოების რეაქცია და ქანდაკება ავიღოთ , - ამის შესახებ რუსთავის მერმა თბილისმა ნინო ლაცაბიძემ რუსთავში, მესხივშვილის ქუჩაზე განთავსებულ ჩინელი მოქანდაკის ქანდაკებასთან - ,, ,,პორტალი/სამოთხის კარიბჭე" - დაკავშირებით განაცხადა, რომელსაც დღეს მოქალაქეების ნაწილის კრიტიკა მოჰყვა.

რუსთავის მერის თქმით, „ნეგატიური შეფასება, რაც დღეს სოციალურ ქსელში ქანდაკებას მოჰყვა, ცოტა მოულოდნელი იყო“, რადგან მოქანდაკეთა სიმპოზიუმის ფარგლებში შექმნილი „ყველა ქანდაკება რუსთაველებს ნანახი ჰქონდათ“ და აქამდე ნეგატივი არ მოჰყოლია.

„არაერთხელ გამოვაქვეყნეთ კონკრეტულად ამ ქანდაკების ფოტოც და აქამდე, არავითარი ნეგატივი არ გამოუწვევია.

მიუხედავად იმისა, რომ ქანდაკება სახელოვნებო წრეებში საკმაოდ ცნობილ სკულპტორს ეკუთვნის, ვითვალისწინებთ რუსთაველების აზრს და დადგმულ ქანდაკებას ავიღებთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია რუსთაველების აზრი ყველა პროექტზე, რომელსაც ვახორციელებთ და რა თქმა უნდა, არც ეს შემთხვევა არ იქნება გამონაკლისი”, - აღნიშნავს ნინო ლაცაბიძე, რომლის კომენტარსაც რუსთავის მერია ავრცელებს.

მანამდე "მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმის" სოციალურ ქსელში გავრცელდა ქანდაკებასთან დაკავშირებით ინფორმაცია, რომელშიც ნათქვამია, რომ ქანდაკება სახელწოდებით ,, პორტალი/ სამოთხის კარიბჭე", რუსთავის მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებშია შექმნილი. მისი ავტორი კი ჩინელი ხელოვანი ზაო ლეია.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე