ჯო ბაიდენმა 39 ადამიანი შეიწყალა, 1 500-ს კი სასჯელი შეუმსუბუქა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 39 ადამიანი შეიწყალა, რომლებიც არაძალადობრივი დანაშაულისთვის არიან მსჯავრდებულები და სასჯელი შეუმსუბუქდება 1 500 მსჯავრდებულს, რომლებიც გრძელვადიან სასჯელს იხდიან, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც ხელი მოაწერა საკუთარი შვილის, ჰანტერ ბაიდენის უპირობო შეწყალებას.

„როგორც პრეზიდენტს, მაქვს დიდი პრივილეგია, გამოვხატო წყალობა იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც გამოავლინეს სინანული და რეაბილიტაცია, დავუბრუნო ამერიკელებს შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ ყოველდღიურ ცხოვრებაში და წვლილი შეიტანონ თავიანთ თემებში და გადავდგა ნაბიჯები სასჯელის უთანასწორობის აღმოსაფხვრელად არაძალადობრივი დანაშაულებისთვის მსჯავრდებულებისთვის“, - განაცხადა ბაიდენმა.

პრეზიდენტის თქმით, ის უფრო მეტ ნაბიჯს გადადგამს მომდევნო კვირებში და რომ მისი ადმინისტრაცია გააგრძელებს შეწყალების შუამდგომლობის განხილვას.

თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ პრეზიდენტს ერთ დღეში შეწყალების ამდენი აქტი არასდროს გამოუცია.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება