გურამ მაჭარაშვილი - მაკრონის ზარი უკვე ნიშნავს იმას, რომ გადატვირთვისთვის მზად არიან ევროკავშირი და უცხოური ძალები

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონისა და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო საუბარი ნიშნავს, იმას რომ საქართველოსთან ურთიერთობის გადატვირთვისთვის მზად არიან ევროკავშირი და უცხოური ძალები.

მისივე თქმით, ურთიერთობის გადატვირთვაზე საუბარი დაწყებულია ამერიკის შეერთებულ შტატებშიც.

„თავისთავად ეს ზარი უკვე ნიშნავს იმას, რომ გადატვირთვისთვის მზად არიან ევროკავშირი და უცხოური ძალები. ჩვენ პრინციპს არ შევცვლით. რაც შეეხება გადატვირთვას - ვთქვით უკვე, რომ ამერიკაშიც დაწყებულია და ევროკავშირშიც დაწყებულია. რატომ არის ეს ციფრი 20 იანვარი მათ შორის ოპოზიციისთვის ასე საშიში? პირდაპირ აღიარეს, რომ 20 იანვრის შემდეგ აზრი აღარ ექნებაო. რატომ აღარ ექნება აზრი? ანუ, ტრამპის პოლიტიკას არ ეთანხმებიან? ახსნან აბა, რატომ აღარ ექნება აზრი 20 იანვრის შემდეგ მათ ბრძოლას. გამოდის, რომ ტრამპის პოლიტიკას, მშვიდობას და დემოკრატიას, ისინი არ ემხრობიან“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილსა და ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით შედგა.

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილთან სატელეფონო საუბარში საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ყველა პოლიტიკურ პარტიასა და სამოქალაქო წარმომადგენელთან ინკლუზიური დიალოგის მოწოდებით გამოვიდა.

ამასთან, ოფიციალური ცნობით, დიალოგი უნდა იყოს ქართველი ხალხის ევროპული და დემოკრატიული მისწრაფებების პატივისცემის შესაბამისად. მათივე ინფორმაციით, მაკრონმა ივანიშვილს ყველა დაკავებულის გათავისუფლებისა და გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების პატივისცემისკენ მოუწოდა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის