თეონა აქუბარდია - ივანიშვილის ავტორიტარული ხელისუფლების რეპრესიული მანქანა, ისევე, როგორც პროპაგანდისტული მანქანა, ის ბერკეტებია, რითაც ივანიშვილი ქართველი ხალხის სუვერენულ არჩევანს უპირისპირდება

ივანიშვილის ავტორიტარული ხელისუფლების რეპრესიული მანქანა, ისევე როგორც პროპაგანდისტული მანქანა, ის ორი ძირითადი ბერკეტია, რითაც ივანიშვილი ქართველი ხალხის სუვერენულ არჩევანს უპირისპირდება, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ 4 ბარიერგადალახული პარტიის ბრიფინგზე განაცხადა.

აქუბარდიას თქმით, განვითარებული პროცესი აჩვენებს, რომ სანქციები მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს და „მის ე.წ. სამართალდამცავებს არ ემუქრებათ“.

„ივანიშვილის ავტორიტარული ხელისუფლების რეპრესიული მანქანა, ისევე, როგორც პროპაგანდისტული მანქანა, ის ორი ძირითადი ბერკეტია, რითაც ივანიშვილი ქართველი ხალხის სუვერენულ არჩევანს უპირისპირდება. მას შემდეგ, რაც დიდმა ბრიტანეთმა დაასრულა სტრატეგიული პარტნიორობის დიალოგი, ისევე, როგორც ყველანაირი ურთიერთობა ივანიშვილის ძალასთან, განხილვები და დებატები, რომლებიც იქნება დიდ ბრიტანეთში პრორუსული პროპაგანდისტული „იმედის“ წინააღმდეგ, კიდევ ერთი გზავნილია ქართველი ხალხის მხარდასაჭერად; კიდევ ერთი მანიშნებელია იმისა, რომ ტელეკომპანია „იმედი“ არის პრორუსული პროპაგანდის და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ერთ-ერთი ბერკეტი ივანიშვილი ხელში. ამიტომ, ეს არის მნიშვნელოვანი განვითარება, რასაც ჩვენ აქამდე ვითხოვდით და დიახ, ეს პროცესი კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ სანქციები არა მხოლოდ ივანიშვილს და მის ე.წ. სამართალდამცავებს ემუქრება, არამედ მათ შორის, პრორუსულ პროპაგანდისტულ „იმედს“ და გამოძიებაც ამის დასტურია“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა