შალვა პაპუაშვილი - საქართველოს გადაკიდებული უცხოელი პოლიტიკოსების ვიზიტის მიზანია ჩამქრალ ცეცხლზე ნავთის დასხმა, წაგებულ დღის წესრიგზე ჩაბღაუჭება და შემოტრიალება

საქართველოს გადაკიდებული უცხოელი პოლიტიკოსების ვიზიტის მიზანია ჩამქრალ ცეცხლზე ნავთის დასხმა, წაგებულ დღის წესრიგზე ჩაბღაუჭება და შემოტრიალება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, რეგიონული ომებისა და კრიზისების ფონზე მმართველი გუნდის უმთავრესი მიზანია ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა, რაც გადის მშვიდობის შენარჩუნებასა და ეკონომიკის გაძლიერებაზე.

„ქუჩაში ვითარება ჩაცხრა, აგრესიულ ჯგუფთა უმრავლესობა გაუვნებელყოფილია. ცხოვრება თანდათანობით ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება. ყველას მოუწევს ქართველი ხალხის არჩევანის მიღება და აღიარება, რადგანაც ის სრულ სიმართლეზეა დაფუძნებული. ამ ფონზე ჩვენ ვხედავთ კიდევ ერთ და იმედია უკანასკნელ გაბრძოლებას, საქართველოს გადაკიდებული უცხოელი პოლიტიკოსების ვიზიტს, რომლებიც რუსთაველის გამზირს ისევ წასაქეზებლად ესტუმრნენ. მათი მიზანია ჩამქრალ ცეცხლზე ნავთის დასხმა, წაგებულ დღის წესრიგზე ჩაბღაუჭება და შემოტრიალება.

რეგიონული ომებისა და კრიზისების ფონზე ჩვენი უმთავრესი მიზანია ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა, რაც გადის მშვიდობის შენარჩუნებასა და ეკონომიკის გაძლიერებაზე. ჩვენ მოვდივართ 90-იანი წლებიდან და ზუსტად ვიცით, რა დაუჯდა ქვეყანას გლობალურ კატაკლიზმებში დაუფიქრებლად და გამოუცდელად თავის ამოყოფა. ეს ახსოვს ხალხს, ამიტომ ესმის ჩვენი.

სწორედ ამიტომ ვართ მტკიცედ და ამიტომ არ ვიხევთ უკან ჩვენს გზაზე. ამიტომ არ ვეპუებით მტრებს, რადგანაც ჩვენს უკან ჩვენი ქვეყანა და ქართველი ხალხია. ერთადერთი გულისტკივილი, რასაც განვიცდი, არის იმ ხალხის პოზიცია, რომელიც შეიძლება კრიტიკულადაა განწყობილი, მაგრამ უყვარს თავის ქვეყანა და რთულად ესმის ის გზა, რომელსაც მიჰყვება ხალხის უმრავლესობის მიერ არჩეული ხელისუფლება. მე დარწმუნებული ვარ, რომ დროთა განმავლობაში, ობიექტურად ყველა მიხვდება, თუ რას ვემსახურებით ჩვენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარები საქართველოში გუშინ ჩამოვიდნენ. ისინი შეხვდნენ ოპოზიციური პარტიების ლიდერებს, ასევე საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილს, სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანსა და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიების წარმომადგენლებს.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო