იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გამარტივებული წესით განსახილველ კანონპროექტებზე იმსჯელა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გამარტივებული წესით განსახილველ კანონპროექტებზე იმსჯელა და მხარი დაუჭირა.

კანონპროექტით „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ზოგადი გარდამავალი პერიოდი 2 წლით - 2027 წლის 1-ელ იანვრამდე ხანგრძლივდება, რა დროსაც განხორციელდება წარდგენილი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის განხილვა, მიღება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

კანონპროექტით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის მარეგულირებელი ნორმების ამოქმედების ვადა გადაიწევს 2026 წლის 1-ელ იანვრამდე.

ორგანული კანონის პროექტით, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ყოფილ მოქალაქეებს, რომლებმაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო საქართველოს მოქალაქეობა დაკარგეს, ასევე იმ მოქალაქეებს, რომელთა მიმართაც 2018 წლის 15 აგვისტომდე არ იყო მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეობის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგვის თაობაზე, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის ან შენარჩუნების მოთხოვნით მიმართვის დროებითი უფლებამოსილების ვადა 2024 წლის 31 დეკემბრიდან გაუხანგრძლივდებათ 2027 წლის 1-ელ იანვრამდე.

კანონპროექტით, აგრეთვე, 2024 წლის 31 დეკემბრიდან 2027 წლის 1-ელ იანვრამდე ხანგრძლივდება ორგანული კანონის იმ მუხლების მოქმედების ვადა, რომლებიც ადგენენ ამავე გათვალისწინებული პირებისთვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენის პირობებს და საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების სპეციალურ წესს.

კანონპროექტით „პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ განისაზღვრება, რომ მსჯავრდებულს ხანმოკლე პაემანი მხოლოდ სატელეფონო საუბრით შეიძლება შეეცვალოს 2026 წლის 1-ელ იანვრამდე, ნაცვლად 2025 წლის 1-ელი იანვრისა.

მოქმედი ნორმით, დროებითი წესი, რომლის თანახმად, მსჯავრდებულს ხანმოკლე პაემანი შეიძლება შეეცვალოს მხოლოდ სატელეფონო საუბრით, 2025 წლის 1-ელ იანვრამდე მოქმედებს, ხოლო აღნიშნული ვადის დადგომისთანავე მსჯავრდებულს წარმოექმნება ხანმოკლე პაემნის ვიდეოპაემანით შეცვლის უფლებაც, რაც, როგორც სხდომაზე აღინიშნა, პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, შეუძლებელი იქნება და ამიტომ აუცილებელია დროებითი წესის ერთი წლით გახანგრძლივება.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის