მამუკა მდინარაძე - მიხეილ ყაველაშვილი არის ერთ-ერთი წარმატებული პოლიტიკოსი, მკაფიო საკუთარი პოზიციით, ის იქნება ღირსეული, ამ ქვეყნისთვის უღალატო პრეზიდენტი

მიხეილ ყაველაშვილი არის ერთ-ერთი წარმატებული პოლიტიკოსი, მკაფიო საკუთარი პოზიციით, ის იქნება ღირსეული, ამ ქვეყნისთვის უღალატო პრეზიდენტი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილიც კი არ დარჩენილა საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ თანამდებობაზე.

„ძალიან საინტერესო იქნება სალომე ზურაბიშვილის მიერ სკამის ჩაბღაუჭების მომენტი. მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თუკი რაიმე ნორმა არსებობდა, თუკი რაიმე მორალური ნორმა არსებობდა, ყველაფერს არღვევდა, მას არ უთქვამს და უქნია ასეთი რამ, მე რომ ვადა გამივიდა, მაინც მე ვიქნებიო. ასეთი რამ სააკაშვილს არ უქნია, იმდენად მძიმე ემოციური ფონი აქვს სალომე ზურაბიშვილს, როცა ამას ამბობს. თან ოპოზიცია რომ ჰქვია, რეალურად აგენტურული ოპოზიცია, მის ამ ნათქვამს მიჰყვება.

რაც შეეხება არჩევნებს, ჩვენ ავირჩევთ მიხეილ ყაველაშვილს, რომელიც არის პირველ რიგში, სამშობლოს მიმართ დამოკიდებულებით გამორჩეულია. ეს არის მთავარი კრიტერიუმი, რითაც ვიხელმძღვანელეთ. მას აქვს სხვა საუკეთესო პიროვნული თვისებები. ის არის ერთ-ერთი წარმატებული პოლიტიკოსი, მკაფიო საკუთარი პოზიციით და ეს ყველაფერი იძლეოდა იმის საფუძველს, გვეფიქრა, ის იქნება ღირსეული, ამ ქვეყნისთვის უღალატო პრეზიდენტი. წინა შემთხვევაში ჩვენ ასეთი ფუფუნება არ გვქონია. თუკი რაიმე შეცდომებზე შეიძლება ვისაუბროთ, ალბათ ეს მაინც მარგველაშვილს, სალომე ზურაბიშვილს შეეხება. ვერცერთმა მათგანმა ვერ შეძლო რომ მდგარიყო ობიექტურობის მხარეს“,- განაცხადა მდინარაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის