კახა კალაძე მედიის ნაწილს - მე არ მახსოვს და არც გამიგია, რომ ერთხელ მაინც დაგეგმოთ მსგავსი ძალადობა, როცა ერთ-ერთი აქციის მონაწილე ცოცხლად წვავდა პოლიციელებს, როდესაც მდინარაძეს თავს დაესხა ელისაშვილი

ის ფაქტი, რაც ვიხილეთ ჩვენ ჟურნალისტებთან მიმართებით, არის ძალიან ცუდი. არ შეიძლება ნორმალურ, ჯანსაღ ადამიანს მოეწონოს ასეთი ქმედება. ისევე, როგორც არ არის მოსაწონი, რომ პოლიციელებს, რომლებიც იცავენ წესრიგს და არავის ხელს არ უშლიან, მათთან მიდის ადამიანების ჯგუფი და აყენებს შეურაცხყოფას, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას აქციების მიმდინარეობისას ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობის თაობაზე.

თბილისის მერის თქმით, ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია, თუმცა, მომხდარზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ იმ მედიებსა და მათ კონკრეტულ წარმომადგენლებს, რომლებიც თავიანთი დამოკიდებულებებით ძალადობას კი არ გმობენ, არამედ პირიქით, ყოველთვის ახალისებენ.

„ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია, მაგრამ იცით, ეს რისი ბრალია? თქვენისთანა ადამიანების, ვისაც ერთხელ არ დაგიგმიათ ასეთი ძალადობა. მე არ მახსოვს და გამიგია, რომ ერთხელ მაინც დაგეგმოთ მსგავსი ძალადობა. მაგალითისთვის მოვიყვან, როდესაც ერთ-ერთი აქციის მონაწილე ცოცხლად წვავდა პოლიციელებს, რომელსაც ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლა. იმის მაგივრად, რომ გავერთიანებულიყავით, ხელისუფლება და ოპოზიცია და ერთად დაგვეგმო, პირიქით, ახალისებდით და არ დაგიგმიათ არცერთხელ, ხელს უწყოდით ძალადობას. შემდეგ რა გააკეთეთ? იმის მაგივრად, რომ დაგეგმოთ, გქონდათ მცდელობა, გმირად შეგერაცხათ. პრეზიდენტი გამოვიდა და ასეთი ადამიანი შეიწყალა. პრეზიდენტმა ეს გაამართლა იმით, რომ ახალგაზრდა კაცს ციხისთვის ხომ არ გავიმეტებდიო. მაშინ როცა უამრავი ახალგაზრდა იხდის სასჯელს გაცილებით უფრო მსუბუქი დანაშაულისთვის. მაშინ ადექი და ის ადამიანები შეიწყალე. მაგრამ ეს იყო პოლიტიკური ნაბიჯი, რომ გმირად გამოგეყვანათ დამნაშავე.

როდესაც მდინარაძეს თავს დაესხა ელისაშვილი, ერთხელ არ დაგიგმიათ. დღეს როდესაც საუბრობთ ძალადობის დაგმობაზე, ეს არის ფარისევლობა. თქვენგან განსხვავებით, მე ყოველთვის ვგმობდი, თქვენ კი ახალისებდით და ხელს უწყობდით ამ ყველაფერს", - განაცხადა კახა კალაძემ.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა