პაატა მანჯგალაძე „ქართულ ოცნებაზე“ - კი არიან პატრიოტები, ოღონდაც ჩვენი მტრის - რუსეთის!

ევროპაში მივდივართო, მაგრამ პუტინი და მისი რეჟიმი თითქმის ყოველ დღე აქებს და ადიდებს მათ, ამის მერე კი ურცხვად ამტკიცებენ, რომ პატრიოტები არიან. დავუდასტუროთ - კი არიან პატრიოტები, ოღონდაც ჩვენი მტრის - რუსეთის! - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძე სვამს რიტორიკულ კითხვას, „სად „ქოცები“ და სად მშვიდობა, როცა რამდენიმე დღეა საკუთარ მოქალაქეებს ებრძვიან და არბევენ“.

„საუკუნეებია, საქართველო რუსული ოკუპაციისაგან გათავისუფლებას ცდილობს. „ქოცები“ კი, მათი თქმით, აშშ-სა და ევროპისგან იცავენ ქვეყანას.

რა მავნეა ეს რუსული პროპაგანდა! ჯერ მტრის და მოყვარის ცნებების აღრევას იწყებს, მერე ყველაფერი თავდაყირა დგება. აბა, სად ივანიშვილი და სად თავისუფლებისთვის ბრძოლა? სად „ქოცები“ და სად მშვიდობა, როცა რამდენიმე დღეა საკუთარ მოქალაქეებს ებრძვიან და არბევენ.

კეთილდღეობაზე საუბრობენ, მაგრამ ერთ მილიონამდე ქართველი გააქციეს ქვეყნიდან. სარწმუნოებაზე ლაპარაკობენ, მაგრამ ღმერთის ხატებას უბრალო ბავშვებსა და სიცოცხლით სავსე ახალგაზრდებს სპეც-რაზმით დასდევენ, იჭერენ და სახის ძვლებს უმსხვრევენ.

ევროპაში მივდივართო, მაგრამ პუტინი და მისი რეჟიმი თითქმის ყოველ დღე აქებს და ადიდებს მათ. ამის მერე კი ურცხვად ამტკიცებენ, რომ პატრიოტები არიან. დავუდასტუროთ - კი არიან პატრიოტები, ოღონდაც ჩვენი მტრის - რუსეთის!

არა რუსულ რეჟიმს! არა „ქოცობას“! წინ ევროპისკენ! არ ვიშლებით! არ ვნებდებით! ბრძოლა გამარჯვებამდე!“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ