საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საერთო კრებამ თავის სტიპენდიატად CIU-ს პროფესორი, ბექა ქანთარია აირჩია

11 დეკემბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საერთო კრებამ აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების მიერ ჩატარებული კონკურსის შედეგად მიღებული რეკომენდაციის საფუძველზე, CIU-ს სამართლის ფაკულტეტის კონსტიტუციური დემოკრატიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელს, პროფესორ ბექა ქანთარიას სამართალმცოდნეობის დარგში სტიპენდია განუსაზღვრა.

ინფორმაციას CIU ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გადაწყვეტილება „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად მიიღეს.

„საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მიხედვით, აკადემიის სტიპენდიატი შეიძლება გახდეს 50 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე ხუთი წლის ვადით, დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის მქონე პირი, რომელიც მაღალ მეცნიერულ დონეზე შესრულებული და სათანადოდ აღიარებული სამეცნიერო ნაშრომების ავტორია“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს