თინა ბოკუჩავა - ხვალ ეწყობა ერთგვარი პოლიტიკური ცირკი, სადაც არალეგიტიმური პარლამენტი აირჩევს ე.წ. თვითმარქვია და არალეგიტიმურ პრეზიდენტს

ხვალ ეწყობა ერთგვარი პოლიტიკური ცირკი, სადაც არალეგიტიმური პარლამენტი აირჩევს ე.წ. თვითმარქვია და არალეგიტიმურ პრეზიდენტს, - ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი განმარტებით, ქვეყნის მთავარსარდალი სალომე ზურაბიშვილია, რომელიც ხალხის მიერაა არჩეული.

„ლეგიტიმური პრეზიდენტის ინსტიტუტი კვლავ დარჩება სალომე ზურაბიშვილთან, რომელიც პირდაპირი წესითაა არჩეული უმაღლესი მთავარსარდალია და ერთადერთი ლეგიტიმური სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც ივანიშვილის რუსული რეჟიმის მიერ მიტაცებული არ არის",- განაცხადა ბოკუჩავამ.

ის თბილისის საქალაქო სასამართლოში პარტიის სხვა წევრებთან ერთად ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ დავით გედენიძის სასამართლო პროცესზე მივიდა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა