ნიკა ტყემალაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა წარუდგინა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნიკა ტყემალაძემ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ახალი სახელმწიფო რწმუნებული, დავით ვერავა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, რწმუნებულის ადმინისტრაციაში წარუდგინა.

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ნიკა ტყემალაძემ დავით ვერავას მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

ამავე ინფორმაციით, წარდგენის დროს ყურადღება გამახვილდა სახელმწიფო პრიორიტეტებით გათვალისწინებულ პროექტებზე.

„სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, მერებს საკრებულოს თავმჯდომარეებს და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის თანამშრომლებს წარვუდგინე სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობაზე ბატონი დავით ვერავა. იგი ამ დრომდე იკავებდა სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის პოზიციას, შესაბამისად მისთვის არ არის ახალი ეს საქმიანობა და დიდი წარმატებები მინდა ვუსურვო ამ ადამიანს. დარწმუნებული ვარ, რომ ის ბევრ სიკეთეს მოუტანს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო მის წინამორბედს ბატონ გიორგი გუგუჩიას, გაწეული შრომისთვის და წარმატებები მინდა ვუსურვო მას საკანონმდებლო ორგანოში“ - აღნიშნა მედიასთან საუბარში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნიკა ტყემალაძემ.

„პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს და ჩვენს პოლიტიკურ გუნდს გამოცხადებული დიდი ნდობისათვის, ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და დიდი პატივია ვემსახურო ჩემს ქვეყანას სწორედ იმ რეგიონიდან, რომელიც ჩემთვის არის მშობლიური. დღესდღეობით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროექტები, რომელი მომავალში უფრო ეფექტურად გაგრძელდება. სამთავრობო პროგრამაში გაწერილია ისეთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და საინვესტიციო პროექტები, რომელიც ძალიან წაადგება ჩემს ქვეყანას, რეგიონს და ჩვენს ხალხს. ჩვენ კიდევ უფრო მეტად გავაძლიერებთ ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვას პროექტების შერჩევისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში“ - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალმა სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ მედიასთან გაკეთებულ კომენტარში.

დავით ვერავა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის პოზიციას იკავებდა, ის მანამდე საქართველოს ეროვნული ბანკის სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონული ფილიალის მმართველი იყო, ასევე მუშაობდა სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტების რეგიონულ მმართველად, დავით ვერავა 1998 წლის მოწვევის ზუგდიდის საკრებულოს წევრი იყო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - თუ ხელისუფლებამ დაინახა რომ პოლიტიკური პარტიები მისთვის საშიშროებას წარმოადგენენ, მაშინ, მათ, რა თქმა უნდა, გააუქმებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2026
WhiteBIT და FC Barcelona ხუთწლიან შეთანხმებას აანონსებენ
კომპანია EAGLE HILLS-მა გლობალური წარმომადგენლობა გააფართოვა და მონტენეგროში, შასის ტბის სანაპიროზე, პროექტი ŠAS HEIGHTS წარადგინა
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
„ამბასადორი აილენდს“ ზღვაში შექმნილი, 28 ჰექტარი მიწის ტერიტორია საკუთრებაში გადაეცა
30 წელი ინოვაციების, განვითარებისა და მომხმარებელზე ზრუნვის გზაზე - ელიტი დაბადების დღეს აღნიშნავს
KFC-ის გამოძახებას დღეიდან მხოლოდ Glovo-ზე შეძლებ - ყველაფერი, რაც ამ მნიშვნელოვან სიახლეზე უნდა იცოდე