გიორგი ვაშაძე - მოქალაქეების უწყვეტმა, მრავალკვირიანმა პროტესტმა შედეგი გამოიღო - ივანიშვილს ე.წ. კარის ინტელიგენცია შემოეცალა და რამდენიმე ათასი დაქირავებული ავაზაკის ამარა დარჩა

არ დარჩა ქართულ საზოგადოებაში არცერთი პროფესიული თუ საზოგადოებრივი გაერთიანება, რომელიც პროტესტს ღიად არ გამოხატავს, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, ივანიშვილის თვითგამოცხადებული პარლამენტის მიერ ფიქციური პრეზიდენტის არჩევა არაფერს ცვლის.

„ჩვენი მოქალაქეების უწყვეტმა, მრავალკვირიანმა პროტესტმა შედეგი გამოიღო. თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას არ აქვს აღიარება არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ. საერთაშორისო ოფიციალურ დოკუმენტებში მათ მოიხსენიებენ, როგორც ივანიშვილის „ქართულ ოცნებას“. სხვადასხვა ქვეყნების მიერ, მათ შორის აშშ-ს მხრიდან, დემოკრატიის ხელისშემშლელი და ძალადობაში მხილებული მაღალჩინოსნების დასანქცირება დაიწყო. არ დარჩა ქართულ საზოგადოებაში არცერთი პროფესიული თუ საზოგადოებრივი გაერთიანება, რომელიც პროტესტს ღიად არ გამოხატავს.

ფაქტობრივად, ივანიშვილს ე.წ. კარის ინტელიგენცია შემოეცალა და რამდენიმე ათასი დაქირავებული ავაზაკის ამარა დარჩა. შესაბამისად, ივანიშვილის თვითგამოცხადებული პარლამენტის მიერ ფიქციური პრეზიდენტის არჩევა არაფერს ცვლის. პროტესტის შედეგები სახეზეა, ამიტომ ახლა პროტესტი არა მარტო არ უნდა შეწყდეს ან შერბილდეს, არამედ უნდა გახდეს უფრო პრინციპული იმისათვის, რომ მივაღწიოთ: პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, ახალ არჩევნებს და ევროპისკენ დაუბრკოლებელ სვლას”, - განაცხადა ვაშაძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე