ნინო წილოსანი - როცა ქართველი ჯარისკაცები იღუპებოდნენ 2008 წლის აგვისტოს ომში, კეზერაშვილი ბრილიანტებს ყიდულობდა და აგროვებდა - ომში ნაყიდმა ბრილიანტებმა საბოლოდ დაასათაურეს „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი

როდესაც ქართველი ჯარისკაცები იღუპებოდნენ 2008 წლის აგვისტოს ომში, როდესაც საქართველოს უმძიმესი დღეები ედგა, კეზერაშვილი ბრილიანტებს ყიდულობდა და აგროვებდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, აგვისტოს ომში ნაყიდმა ამ ბრილიანტებმა და გამდიდრებულმა ადამიანებმა უკვე საბოლოდ დაასათაურეს „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი და მისი წარმომადგენლები.

„როდესაც ქართველი ჯარისკაცები იღუპებოდნენ 2008 წლის აგვისტოს ომში, როდესაც საქართველოს უმძიმესი დღეები ედგა, კეზერაშვილი ბრილიანტებს ყიდულობდა და აგროვებდა. გარდა იმისა, რომ ამ ადამიანთან დაკავშირებულია არაერთი დანაშაული, მათ შორის, ქართულო ჯარის ძარცვა, რომელიც სტრასბურგის სასამართლომაც დაადასტურა, ახლა მასთან დაკავშირებით, ერთ-ერთი ყველაზე ამორალური ფაქტი საჯაროვდება. სამწუხაროა, რომ ამ ადამიანის მიერ დაფინანსებული ტელევიზიის, ამ ადამიანის მიერ დაფინანსებული

პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, დღეს კიდევ რაიმე გონორით ან რაიმე უფლებით საუბრობენ და წარმოგვიდგებიან ამ ქვეყნის პოლიტიკაში. ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. აგვისტოს ომში ნაყიდმა ამ ბრილიანტებმა და გამდიდრებულმა ადამიანებმა უკვე საბოლოდ დაასათაურეს "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმი და მისი წარმომადგენლები“, - განაცხადა წილოსანმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა