გიორგი მარგველაშვილი - რა თქმა უნდა, ეს პროცესი მივა ბოლოს პოლიტიკურ დიალოგამდე და ამ დიალოგში მთავარია, ოპოზიცია არ გატყდეს, არ დაიწყოს ივანიშვილთან ვაჭრობა, ვაჭრობაში ივანიშვილს ნამდვილად ვერ მოუგებ

ჩემს მოლოდინზე მეტია მაკრონის ზარი ივანიშვილთან - გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნის პრეზიდენტი ქართული შემთხვევით შეწუხდა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რითაც ბიძინა ივანიშვილისა და ემანუელ მაკრონის სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა.

„უაღრესად კმაყოფილი ვარ, იმ ადეკვატურობის, რომელსაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ჩვენს მიმართ იჩენენ. ბევრი წლის მინელებული დამოკიდებულების შემდეგ, მათ აბსოლუტურად ადეკვატური დამოკიდებულება ჩამოაყალიბეს.

ჩემს მოლოდინზე მეტია მაკრონის ზარი ივანიშვილთან. აბსოლუტურად მოლოდინზე მეტია. იმიტომ, რომ ეს არის მართლა იმის ნათლად თქმა, პირველ რიგში, რომ „მე თქვენ აღიქვამთ რაღაცა ძალადობრივ დაჯგუფებას და ველაპარაკები ატამანს“. გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნის პრეზიდენტი ქართული შემთხვევით შეწუხდა. ეს არის ჩემთვის სასიხარულო და მადლიერების გარდა არაფერი მეთქმის.

ამაში გარკვეული იუმორიც არის, ერთი მხრივ, არის საფრანგეთის მოქალაქე თუ ყოფილი მოქალაქე სალომე ზურაბიშვილი, მეორე მხრივ, ასევე საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილი. ალბათ, მაკრონმა გადაწყვიტა, რომ მან უნდა მიხედოს საფრანგეთის მოქალაქეების დიალოგს საქართველოში“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები საბოლოოდ, პოლიტიკურ დიალოგამდე მივა, რა დროსაც მარგველაშვილის განმარტებით, ოპოზიცია ერთიანი უნდა იყოს.

„რა თქმა უნდა, ეს პროცესი მივა ბოლოს პოლიტიკურ დიალოგამდე და ამ პოლიტიკურ დიალოგში ოპოზიცია იქნება. ამ დიალოგში მთავარია, რომ [ოპოზიცია] არ გატყდეს, არ წავიდეს შუალედურ მეთოდებზე და არ დაიწყოს ივანიშვილთან ვაჭრობა. აი, ვაჭრობაში ივანიშვილს ნამდვილად ვერ მოუგებ. შეიძლება სხვა რაღაცაში მოუგო, მაგრამ ვაჭრობა კარგად ეხერხება. ოპოზიცია ერთიანი უნდა იყოს. მიზანი არის, რომ არ უღალატო იმ მუხტს, რომელიც დღეს ნებისმიერ ქალაქშია“, - აღნიშნა მარგველაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს