შალვა პაპუაშვილი - ნებსით თუ უნებლიედ, მიმდინარე მოვლენები გვახსენებს მძიმე ისტორიას - ასი წლის წინ წმინდა პატრიარქი ამბროსი მეტეხის ციხეში ამგვარი რადიკალიზმისა და აგრესიის გამო ეწამა, საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვას შეეწირა

ნებსით თუ უნებლიედ, მიმდინარე მოვლენები გვაფიქრებს და გვახსენებს ჩვენი მრავალტანჯული სამშობლოს მძიმე ისტორიას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს და აზიარებს თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვრის მამა შალვა კეკელიას მიმართვას, სადაც სასულიერო პირი აქციის მონაწილეების მხრიდან ტაძარში მივარდნაზე საუბრობს.

როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, აგრესიულმა ბოლშევიზმმა გასულ საუკუნეში ჯერ სახელმწიფო დაგვაკარგვინა, შემდეგ კი ეკლესია დევნა და დაიქვემდებარა.

„ნებსით თუ უნებლიედ, მიმდინარე მოვლენები გვაფიქრებს და გვახსენებს ჩვენი მრავალტანჯული სამშობლოს მძიმე ისტორიას.

აგრესიულმა ბოლშევიზმმა გასულ საუკუნეში ჯერ სახელმწიფო დაგვაკარგვინა, შემდეგ კი ეკლესია დევნა და დაიქვემდებარა.

ამ დღეების მოვლენები კვლავ აქტუალურს ხდის პატრიარქი ამბროსის სიტყვებს, რომლითაც მან გენუის კონფერენციას მიმართა: “საშუალება მიეცეს ქართველ ერს თვითონ, სხვათა ძალდაუტანებლივ და უკარნახოდ მოაწყოს თავისი ცხოვრება ისე, როგორც ეს მას უნდა.“

ზუსტად ასი წლის წინ წმინდა პატრიარქი ამბროსი მეტეხის ციხეში ამგვარი რადიკალიზმისა და აგრესიის გამო ეწამა. იგი საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვას შეეწირა,” - წერს შალვა პაპუაშვილი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება