დუგლას ლაქსტონი - ქვეყანაში გრძელვადიანად არის შენარჩუნებული მიზნობრივზე დაბალი ინფლაცია და ფასების სტაბილურობა - საქართველო ძალიან მაგარ ფორმაშია

ეროვნული ბანკი რისკებზე დაფუძნებული მონეტარული პოლიტიკის მიდგომით ხელმძღვანელობს, რის შედეგადაც ფასების სტაბილურობას წარმატებით უზრუნველყოფს. სწორი მონეტარული პოლიტიკის შედეგად კი ეფექტურად მართავს არსებულ რისკებს, - განაცხადა მსოფლიოს წამყვანმა ეკონომისტმა და ეროვნული ბანკის საერთაშორისო კონსულტანტმა დუგლას ლაქსტონმა, სებ-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე სახელწოდებით ,,მონეტარული პოლიტიკის განვითარების შემდგომი ნაბიჯები".

ლაქსტონმა ხაზი გაუსვა, რომ განვითარებადი ქვეყნების ნებისმიერი ცენტრალური ბანკი, რომელსაც დოლარიზაციის ისტორია აქვს, ინფლაციის მართვისას ყურადღებით უნდა იყოს და განსაკუთრებით იფრთხილოს, რომ ინფლაციური მოლოდინები არ გაიზარდოს.

„ქვეყანაში გრძელვადიანად არის შენარჩუნებული მიზნობრივზე დაბალი ინფლაცია და ფასების სტაბილურობა, საქართველო ძალიან მაგარ ფორმაშია", - აღნიშნა დუგლას ლაქსტონმა.

შეგახსენებთ, რომ უკვე ზედიზედ 20 თვეა, საქართველოში მიზნობრივ ინფლაციაზე დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება.

ეროვნული ბანკის ორგანიზებით ჩატარებული ორდღიანი საერთაშორისო კონფერენციის მიზანი, მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს არსებული გამოწვევებისა და სამომავლო დახვეწის შესახებ დისკუსიების ანალიზი იყო. ღონისძიებაში ქართველი და მსოფლიოს წამყვანი ეკონომისტები მონაწილეობდნენ.

აღნიშნულ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო