ექიმები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან აქციას მართავენ

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების განცხადებით, ისინი ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას აპროტესტებენ. ადგილზე, ასევე, იმყოფებიან მედიცინოს ფაკულტეტის სტუდენტებიც.

ამასთან, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები აქციების მიმდინარეობისას მოქალაქეების ცემასა და დაპატიმრებას აპროტესტებენ.

„მე ვაპროტესტებ ჩემი კოლეგების ცემას, დასახიჩრებას, უცნაურ სიტუაციებში დაპატიმრებას და გატაცებას ვაპროტესტებ, არამარტო ჩემი კოლეგების, არამედ სხვა პროფესიის ადამიანებისას. ვემიჯნები ამ პროცესს, როგორც ერთი რიგითი ადამიანი და ვთვლი, რომ სისტემური ძალადობა ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს. ამის დასრულების ერთადერთი გზა კი მშვიდობიანი პროტესტია“, - განაცხადა ექიმმა, არჩილ მარშანიამ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს