საჯარო სამსახურებში სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები და მათი  მოადგილეები პროფესიულ საჯარო მოხელეებად აღარ ჩაითვლებიან

საჯარო სამსახურებში სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები პროფესიულ საჯარო მოხელეებად აღარ ჩაითვლებიან - მათი დანიშვნა ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე მოხდება. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები იქნებიან სსიპ-ში, ანალოგიურ საფეხურზე დასაქმებული პირები.

ეს არის ერთ-ერთი ცვლილება, რომელიც “საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონპროექტის საბოლოო ვარიანტში აისახა და რომლის მთავარი მიზანი საჯარო სამსახურებში რეორგანიზაციის პროცესის გამარტივებაა.

საჯარო მოხელისთვის ახალი ფუნქციის მინიჭება რეორგანიზაციის გამოცხადების საფუძველი აღარ იქნება, როგორც ეს კანონპროექტის პირვანდელ ვარიანტში ეწერა, თუმცა როგორც კანონპროექტის წარმდგენმა, “ქართული ოცნების“ დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა განმარტა, გამოცხადდება კონკურსი და კონკურსი იქნება განმსაზღვრელი, ვინ დარჩება თანამშრომლად. ის პირები, ვინც კონკურსში ვერ გაიმარჯვებენ, რეზერვში ჩაირიცხებიან.

ამასთან, საბოლოოდ მიღებული პროექტით, საჯარო სამსახურში რეორგანიზაციით გათავისუფლებულ პირებს საჯარო სამსახურში აღდგენის მოთხოვნის უფლება აღარ ექნებათ.

რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის და შერწყმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება პროცესს არ შეაჩერებს.

პარლამენტმა “საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილა და დაამტკიცა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს