ბათუმში მეზღვაურები აქციას მართავენ

ბათუმში მეზღვაურების მარში მიმდინარეობს. მეზღვაურები ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ და აცხადებენ, რომ „ევროკავშირთან ურთიერთობის გაწყვეტა, მეზღვაურებს პრობლემებს შეუქმნის“.

შეკრებილები აცხადებენ, რომ ისინი ევროპულ კომპანიებში ვერ დასაქმდებიან და უმუშევარი რჩებიან. მეზღვაურები ხელისუფლებას საგარეო კურსის შეცვლაში ადანაშაულებენ.

“გვინდა ევროპული მომავალი და განვითარება, მეზღვაურებს გვქონდეს შესაძლებლობა, რომ ევროპულ კომპანიებში დავსაქმდეთ, ევროპული სტანდარტებით განვითარებული ქვეყანა, რომ გვექნება, ვერავინ ვერ დაგვჩაგრავს.

ევროპაში მეზღვაურის დიპლომის აღიარებას რომ გააუქმებენ, სად უნდა დავსაქმდეთ? სად წავიდეთ? ის ხალხი, რომელსაც მიტაცებული აქვს ხელისუფლება, არ მივიჩნევთ ხელისუფლებად, რომელსაც ყველა ინსტიტუტი მიტაცებული აქვთ. “ქართული ოცნება” კრემლის მითითებებს ასრულებს, ძალაუფლება სხვადასხვა პარტიებზე უნდა გადანაწილდეს, ამ ხელისუფლებამ აშკარად წააგო არჩევნები და აირჩია რუსული კურსი. საქართველოს ვერ დააჩოქებთ”, - აცხადებენ მეზღვაურები.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა