ვიქტორ მანუელ ვაზკეზ არჩეს  "ევროპის უნივერსიტეტის" საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა

"ევროპის უნივერსიტეტის" და "სანტიაგო დე კომპოსტელის უნივერსიტეტის" (ესპანეთი) მედიცინის ფაკულტეტის ფიზიოლოგიის დეპარტამენტის სრულ პროფესორს ვიქტორ მანუელ ვაზკეზ არჩეს, აქტიური თანამშრომლობისა და აკადემიური სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის "ევროპის უნივერსიტეტისგან" საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას "ევროპის უნივერსიტეტი" ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროფესორ არჩეს საპატიო დოქტორის დიპლომი "ევროპის უნივერსიტეტის" რექტორმა ნინო ტალიაშვილმა გადასცა და მუდმივი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ცერემონიას დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის, ჩეხეთის, რუმინეთის და ბულგარეთის პარტნიორი უნივერსიტეტების პროფესორები და მედიცინის ფაკულტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროფესორი ვიქტორ მანუელ ვაზკეზ არჩე რეგულარულად სტუმრობს "ევროპის უნივერსიტეტს" და უზიარებს ცოდნას დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის სტუდენტებს. "ევროპის უნივერსიტეტსა" და "სანტიაგო დე კომპოსტელის უნივერსიტეტს" შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე კი ყოველ სემესტრულად მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები სტაჟირებას ესპანეთში გადიან.

"ევროპის უნივერსიტეტის" საპატიო დოქტორის წოდებას ასევე ფლობენ, ამერიკელი მოსამართლე მარკ სპეისერი, საფრანგეთის ყოფილი ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი, ყოფილი ევროპარლამენტარი კაროლ კარსი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე