ირაკლი კობახიძე - არ გვიჭირს ვითარების სრულად კონტროლქვეშ აყვანა, ამ 4 წლის განმავლობაში გამოვიარეთ უცხოური ჩარევით რევოლუციის მოწყობის 4 მცდელობა, თუმცა ყველა იქნა განეიტრალებული - მომავალში შეგვიძლია გამოვრიცხოთ

ერთი რამ ვერ გათვალეს ჩვენმა ოპონენტებმა, რომ დღეს სახელმწიფო არის ძლიერი, გვაქვს ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები და არ გვიჭირს ვითარების სრულად კონტროლქვეშ აყვანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მომავალში შესაძლებელია, რომ გამოირიცხოს რევოლუციური პროცესები.

„ერთი რამ ვერ გათვალეს ჩვენმა ოპონენტებმა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, რომ სახელმწიფო არის ძალიან ძლიერი დღეს, ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები და აქედან გამომდინარე, ჩვენ რა თქმა უნდა, არ გვიჭირს ვითარების სრულად კონტროლქვეშ აყვანა. ჩვენ ამ ოთხი წლის განმავლობაში გამოვიარეთ უცხოური ჩარევით რევოლუციის მოწყობის ოთხი მცდელობა, თუმცა, ოთხივე ჯერზე ჩვენ ამას დავუპირისპირეთ პროპორციული ძალა და ყველა ეს მცდელობა იქნა განეიტრალებული. ნებისმიერ ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო სისტემა მზად არის იმისათვის, რომ ნებისმიერ ასეთ მცდელობას დაუპირისპირდეს, უფრო მეტიც, თანდათანობით ისე მიდის პროცესები, რომ პრაქტიკულად უკვე მომავალში შეგვიძლია გამოვრიცხოთ ასეთი პროცესებიც კი", - განაცხადა პრემიერმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე