ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია არჩევნებში დამარცხდა და ცდილობენ, წარმატებას ქუჩაში აგრესიული ქმედებებით მიაღწიონ, თუმცა ქუჩაში წარმატებას იგივე რესურსი სჭირდება, რაც არჩევნებში წარმატებას

ოპოზიცია არჩევნებში დამარცხდა და ცდილობენ, წარმატებას ქუჩაში აგრესიული ქმედებებით მიაღწიონ, თუმცა ქუჩაში წარმატებას იგივე რესურსი სჭირდება, რაც არჩევნებში წარმატებას - ეს არის საზოგადოების მხარდაჭერა! - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სწორედ იმის გამო, რომ მათ საზოგადოების მხარდაჭერა არა აქვთ, ვერავითარ შედეგს ვერც ქუჩაში მიაღწიეს.

აზერბაიჯანულ მედიასთან გაკეთებული განცხადებების შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

“ჩვენშთამბეჭდავ გამარჯვებას მივაღწიეთ - ავიღეთ ხმების 54%, ჩვენ მივიღეთ 1 120 000 ამომრჩევლის ხმა. ოპოზიცია დამარცხდა და შესაბამისად, ისინი არიან უმცირესობა, თუმცა ცდილობენ, გარკვეული აგრესიული ქმედებებით მიაღწიონ წარმატებას ქუჩაში, თუმცა ქუჩაში წარმატებას სჭირდება ზუსტად იგივე რესურსი, რა რესურსიც სჭირდება, საბოლოო ჯამში, არჩევნებში წარმატებას, ეს არის საზოგადოების მხარდაჭერა. სწორედ იმის გამო, რომ მათ არ აქვთ საზოგადოების მხარდაჭერა, მათ ვერც ქუჩაში მიაღწიეს ვერავითარ შედეგს.

ხუთი დღის განმავლობაში ძალადობრივი აქციები ჰქონდათ, ახლა უკვე ძალადობის რესურსიც არა აქვთ და ეს აქციები არის მილევად რეჟიმში. ჩვენ არ გვქონია იმის საჭიროება, რომ ჩვენი მხარდამჭერებისთვის ქუჩაში გამოსვლა გვეთხოვა. ჩვენ ვართ ხელისუფლება და გვაქვს განსხვავებული მიდგომები და პასუხისმგებლობა. უბრალოდ, არ არსებობდა ამის საჭიროება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ რა თქმა უნდა, ბევრად მეტი ადამიანის მობილიზების რესურსი გვაქვს, როგორც არჩევნებზე, ისე ქუჩაში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა