ირაკლი კობახიძე - გარკვეულ ძალებს სურდათ ომი საქართველოში და ჩვენ არ გადავდგით ასეთი ნაბიჯი, როგორც ჩანს, ამ ძალებს ახლა სურვილი აქვთ, ამისათვის დაგვსაჯონ, რეალურად მათი რესურსები ძალიან შეზღუდულია

საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა, ჩვენ გვაქვს მედიაპლურალიზმი, გვაქვს პოლიტიკური პლურალიზმი, ყველა თვალსაზრისით, 2012 წლის შემდეგ, საქართველომ მიაღწია ფუნდამენტურ პროგრესს დემოკრატიის, ადამიანის უფლებების კუთხით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოში ყველანაირად ცდილობდნენ ხელისუფლების შეცვლას და ეს პროცესები ახლა არ დაწყებულა.

„რამდენიმე წელია, აქტიურად წარიმართება ასეთი პროცესები. ჩვენ ასევე ვიხილეთ ძალიან აქტიური ჩარევა ჩვენს საარჩევნო პროცესებში გარედან, რაც უპირისპირდება სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპს. რეალურად საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა, ჩვენ გვაქვს მედიაპლურალიზმი, გვაქვს პოლიტიკური პლურალიზმი. ყველა თვალსაზრისით, საქართველომ მიაღწია ფუნდამენტურ პროგრესს დემოკრატიის, ადამიანის უფლებების კუთხით 2012 წლის შემდეგ. თუმცა არიან გარკვეული ძალები, რომლებსაც მოსწონდათ 2012 წლამდე არსებული ხელისუფლება, რომელსაც ჰქონდა უმძიმესი პრობლემები და მათ რატომღაც არ მოსწონთ მოქმედი ხელისუფლება მიუხედავად იმ პროგრესისა, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია წლების განმავლობაში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, გარკვეულ ძალებს სურდათ ომი საქართველოში, სურდათ, რომ „საქართველო გამხდარიყო მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ“.

„ჩვენ უნდა დაგვეცვა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები და არ გადავდგით ასეთი ნაბიჯი. როგორც ჩანს, ამ ძალებს ახლა აქვთ სურვილი, რომ დაგვსაჯონ ამისათვის, თუმცა რეალურად მათი რესურსები არის ძალიან შეზღუდული. სამწუხაროდ, ამ ძალებს აქვთ მნიშვნელოვანი გავლენა როგორც ევროკავშირზე, ასევე მოქმედ ამერიკულ ადმინისტრაციაზე. იმედი გვაქვს, რომ მომავალი წლიდან ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად შეიცვლება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი ხდება ამერიკის პრეზიდენტი. ვფიქრობთ, რომ მიდგომები შეიცვლება, ამის ძალიან დიდი იმედი გვაქვს და მიდგომების ცვლილება უნდა აისახოს ევროკავშირზე. ამიტომ გვაქვს ჩვენ ოპტიმისტური მოლოდინები. ასევე ვფიქრობთ, მომავალ წელს უკრაინაში ომი დასრულდება და უკრაინაში ომის დასრულების პირობებში რეალურად ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვნად დამშვიდდება რეგიონი და მოიხსნება არსებითად წნეხი ჩვენს ქვეყანაზეც", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს
„ბიბლუსში“ სასკოლო სამზადისი დაიწყო - ყველაფერი ყველასთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით