ირაკლი კობახიძე - შინაგან საქმეთა სამინისტრო შევიდა არაერთ ორგანიზაციაში ძალადობრივი აქციების მსვლელობისას და ოფისებიდან მასალების ამოღების შედეგად, მთლიანად განეიტრალდა ძალადობრივი რესურსი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაწყებული აქვს გამოძიება სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე და მე წინ არ გავუსწრებ მოვლენებს, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში ჟურნალისტის კითხვას, ვინ დგას „საპროტესტო აქციებზე ძალადობრივი ქმედებების უკან“.

მთავრობის მეთაურის თქმით, უმჯობესია, დეტალებთან დაკავშირებით ინფორმაცია საზოგადოებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაუზიაროს.

„თუმცა ჩვენ გვაქვს გარკვეული ინფორმაცია, რაზეც ზოგადად შემიძლია ვისაუბრო. კონკრეტული ორგანიზაციების მეშვეობით ხდებოდა მასალების მობილიზება, მათ შორის, ჩვენი ინფორმაციით, იყვნენ უცხოეთიდან დაფინანსებული ე.წ. NGO-ები, არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები იყვნენ გამოყენებული ამისათვის. შინაგან საქმეთა სამინისტრო შევიდა არაერთ ასეთ ორგანიზაციაში, უშუალოდ ძალადობრივი აქციების მსვლელობის პერიოდში და სწორედ ამ ოფისებიდან მასალების ამოღებამ გამოიწვია ის, რომ მთლიანად განეიტრალდა ძალადობრივი რესურსი. მათ აღარ ჰქონდათ წვდომა შესაბამის საშუალებებზე", -

განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ სხვა დეტალებზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოგვიანებით ისაუბრებს.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს