ირაკლი კობახიძე - საქართველოს წინააღმდეგ გავლენიანი ძალები მოქმედებენ - ქვეყნების სიაც გვექნება, რომლებსაც ჩვენი ქვეყნის მიმართ უსამართლო დამოკიდებულება აქვთ, არ მინდა დღეს დავაკონკრეტო, რომ დავუტოვოთ შანსი, შეიცვალონ ქცევა

ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გავლენიანი ძალები მოქმედებენ, რომლებსაც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა უნდოდათ - ამას ვერ მიაღწიეს და ამის გამო ჩვენს ქვეყანასა და ხელისუფლებას უპირისპირდებიან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კონკრეტული ძალების სახელით კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები მოქმედებენ.

“ქვეყნების სიაც გვექნება, რომლებსაც ჩვენი ქვეყნის მიმართ უსამართლო დამოკიდებულება აქვთ, თუმცა დღეს არ მინდა, ეს ქვეყნები დავაკონკრეტო, იმისათვის, რომ მათ დავუტოვოთ შანსი, შეიცვალონ საკუთარი ქცევა.

მთლიანობაში ჩანს, რომ გავლენიანი ძალები მოქმედებენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ესენი არიან ის ძალები, რომლებსაც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა უნდოდათ, ამას ვერ მიაღწიეს და სწორედ ამის გამო ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხელისუფლებას უპირისპირდებიან, - განაცხადა იარკლი კობახიძემ.

აზერბაიჯანულ მედიასთან გაკეთებული განცხადებების შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა გაავრცელა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს