გიორგი მარგველაშვილი - „ქართული ოცნება“ თავიდან ბოლომდე პერფორმანსშია - პერფორმანსია მათი პრემიერობა, მინისტრობა და დეპუტატობა

„ქართული ოცნება“ თავიდან ბოლომდე პერფორმანსშია - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა კითხვას, რამდენად შესაძლებელია, ხალხს სალომე ზურაბიშვილი ფიზიკურად დასაცავი გაუხდეს, 29 დეკემბრის შემდეგ.

“მახსოვს, როდესაც მე შევედი საპრეზიდენტო სასახლეში, დავიკავე სასახლე, მეკავა ბოლომდე და არ დავთმე, ანალოგიური შემოთვლები იყო ჩემს მიმართ და ჩემი პოზიცია ყოველთვის იყო მათ მიმართ, რომ აბა, სინჯეთ და აბა სცადეთ და ზუსტად ვიცოდი, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ასეთი ტალღა არ იყო, ზუსტად ვიცოდი, რომ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე დადგებოდა არა ჩემი, არამედ ქვეყნის ღირსების დასაცავად, ასე, რომ ვნახოთ…

ვნახოთ, რა პერფორმანსებს დადგამენ. პერფორმანსში არიან თავიდან ბოლომდე, პერფორმანსია მათი პრემიერობა, მინისტრობა, დეპუტატობა და ვნახოთ, რა შემოქმედებითი შესაძლებლობები გააჩნიათ ამ ინდივიდებს.

მე პრეზიდენტის სასახლიდან გამომიყვანეს? ხომ ვერ გამომიყვანეს. ძალიან კარგად ვიღებდი დელეგაციებს, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილი რომ იქნა არჩეული, მივიღე ქალბატონი სალომე, ხომ ვიყავი ბოლომდე? და ეს დაიწყო პირველივე დღიდან, როცა შევედი მაგ შენობაში. ხუთი წელიწადი იქ ვიყავი და ვერავინ ვერაფერი გაბედა”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მეოთხე პრეზიდენტმა ასევე შეაფასა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის სატელეფონო ზარი ბიძინა ივანიშვილთან. მისი აზრით, საფრანგეთის პრეზიდენტი დიდ რისკზე წავიდა, როდესაც დაურეკა ადამიანს, რომლის ოფიციალური რეგალია ხელისუფლებაში არ არსებობს.

“ემანუელ მაკრონისგან ზარი იყო მოლოდინს ზემოთ. მე არ მოველოდი, რომ საქართველოს სახელმწიფოთი დაინტერესდებოდა, მიუხედავად ჩვენი მნიშვნელობისა, გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი ქვეყანა და ამ ქვეყნის არა საგარეო საქმეთა მინისტრი, არა რომელიმე წარმომადგენელი, არამედ პრეზიდენტი ამ ქვეყნის დაურეკავდა ადამიანს, რომლის ტიტულატურაც ჩვენ არ ვიცით. ვინ არის ეს ადამიანი, ჩვენ არ ვიცით - საველე მეთაურია, ატამანია, უფროსია - ვინ არის. წარმოიდგინეთ, რამდენად დიდ ნაბიჯზე წავიდა საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, უაღრესად მნიშვნელოვანი სახელმწიფოს მეთაური, რომელმაც დაურეკა ადამიანს, რომლის ტიტულატურაც არ იშიფრება.

მე არ ვიცი, როგორ არის ეს იმ ჩანაწერებში, რომელიც საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში არის ამ ზართან მიმართებაში, მაგრამ ვის დაურეკა, ბოსს? ბოსია?

ამხელა რისკზე წავიდა საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი. ერთადერთი პასუხი ამაზე არის ის, რომ უაღრესად დიდი ზრუნვა და ჩართულობაა საქართველოს მოქალაქეების მიმართ და მადლიერებიც ვართ, რომ ის დავიდა ამ დონემდე, რომ ამ ადამიანს ელაპარაკოს”, - განაცხადა მარგველაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე